ნოდარ დალაქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოდარ ოთარის ძე დალაქიშვილი (დ. 18 მარტი, 1950, ქ. გორი) — ქართველი პოლიციის მოხელე, პოლიციის გენერალ–მაიორი (2001), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკი (2001).

დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტი (1972) და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა (1992). მუშაობდა გორის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსად (1994-1996), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეოს მთავარი სამმართველოს უფროსად (1996-2002). დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ (1995) და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1999).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]