ნიჭი (სამართალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიჭი (მრავალმნიშვნელოვანი).

ნიჭი — საჩუქარი, საბოძვარი ძველ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ნიჭი „უფალთა მიერ საბოძვარს“, „უაღრესისაგან უდარესის მინაცემს“ წარმოადგენდა. ჩუქებას ბოძებას აღნიშნავდა „ნიჭება“, „მინიჭება“, „მონიჭება“, გაჩუქებას — „განიჭება“, მბოძებელს — „მომნიჭებელი“ და ა. შ. ბექას და აღბუღას სამართალში (მუხლი 34) საქორწილო შესაწევრის მნიშვნელობით იხსენიება სანიჭარი, რომელიც გვიანობამდე შემორჩა მესხეთ-ჯავახეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფუტკარაძე ი., ქართული ვალდებულებითი სამართლის ისტორიის ნარკვევები, თბ., 1976, გვ. 12-15;
  • ხოსიტაშვილი ს., ქორწინების წესები მესხეთ-ჯავახეთში, კრ.: მასალები მესხეთ-ჯავახეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბ., 1972, გვ. 187-188;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ., 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929;
  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 7, გვ. 455, თბ., 1984