ნიუტონის კანონები
ნიუტონის კანონები — დინამიკის სამი ძირითადი კანონი, სხეულზე ძალის მოქმედებისა და მის მოძრაობის შესახებ. კანონები ჩამოაყალიბა ფიზიკოსმა ისააკ ნიუტონმა თავის ნაშრომში „Philosophiæ Naturalis Principia Mathematica“, რომელიც გამოქვეყნდა 1687 წლის 5 ივლისს. კანონები საფუძველია კლასიკური მექანიკისა[1].
ნიუტონის კანონები არის ნიუტონის გალილეის ჰიუგენსონის და სხვათა მრავალი დაკვირვების, ცდების და თეორიული კვლევის შედეგი. თანამედროვე წარმოდგენებისა და ტერმინოლოგიის თანახმად, ი და იი კანონის განხილვისას უნდა გვესმოდეს მატერიალური წერტილი, ხოლო მოძრაობაში — მოძრაობა ათვლის ინერციული სისტემის მიმართ[1].
აღსანიშნავია რომ ნიუტონის კანონები მართობული აღარ არის ძალიან მცირე ზომის ობიექტების(ელემენტარული ნაწილაკები) მოძრაობის დროსა და სინათლის სიჩქარის მახლობელი სიჩქარეებით მოძრაობისას(იხილეთ კვანტური მექანიკა, ფარდობითობის თეორია)[1].
სექციების სია |
კანონების ფორმულირება [რედაქტირება]
ნიუტონის პირველი კანონი [რედაქტირება]
ნიუტონის პირველი კანონი შეიძლება ჩამოყალიბდეს ასე: არსებობს ინერციული ათვლითი სისტემები, რომელშიც სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად და ინარჩუნებს უძრაობას, სანამ მასზე არ იმოქმედებს ძალა ან ძალები.
ნიუტონის მეორე კანონი [რედაქტირება]
მეორე კანონი ყალიბდება ასე: ყველა ძალის ჯამი, რომელიც მოქმედებს სხეულზე ტოლია მასისა და აჩქარების ნამრავლის. კლასიკურ მექანიკაში ნიუტონის მეორე კანონი მათემატიკურად გამოისახება ასე:
ან 
სადაც
არის სხეულის აჩქარება,
— სხეულზე მოქმედი ძალა და
— სხეულის მასა.
ნიუტონის მესამე კანონი [რედაქტირება]
- სხეულები ერთმანეთზე მოქმედებენ ძალებით, რომლებიც მიმართულია ერთი და იმავე წრფის გასწვრივ, მოდულით ტოლია, ხოლო მიმართულებით — საპირისპირო.

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 450, თბ., 1984 წელი.
სტატიის