ნიორდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: Nyord | |
|---|---|
ნიორდი (ზედა მარჯვენა კუთხეში) |
|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 5 კმ² |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 2413 (2011) |
ნიორდი (დან. Nyord) — დანიის კუნძული ბალტიის ზღვაში, ზელანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კუნძულ მენის ჩრდილოეთით.
კუნძულის ფართობი დაახლოებით 5 კმ²-ს შეადგენს, თუმცა დასამუშავებლად ვარგისია მხოლოდ 1,2 კმ² მორენა, დარჩენილი 4 კმ² კი მლაშობი მდელოებია, რომლებსაც საზაფხულო საძოვრად იყენებენ; ზამთარში ისინი იტბორება. 2011 წლის მონაცემებით, კუნძულზე 41 ადამიანი ცხოვრობს.
მეზობელ, უფრო დიდ კუნძულ მენთან ნიორდი ხიდითაა დაკავშირებული, რომელიც 1968 წელს აშენდა.