მენი (დანია)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: Møn | |
|---|---|
მდებარეობა |
|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 218 კმ² |
| უდიდესი ქალაქი | სტეგე |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 9 909 (2010) |
| სიმჭიდროვე | 45,5 /კმ² |
მენი (დან. Møn) — კუნძული სამხრეთ-აღმოსავლეთ დანიაში, ბალტიის ზღვაში. წარმოადგენს დანიის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, თავის თეთრი კლიფებით, კოხტა პეიზაჟებით, ქვიშიანი პლაჟებითა და ძველ საბაზრო ქალაქ სტეგეთი.
მენი კუნძულ ზელანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მისგან გამოყოფილია ჰელენის სრუტით. ქალაქ კალვეჩედან ზელანდიამდე გადებულია დედოფალ ალექსანდრინის ხიდი, რომელიც 1943 წლის 30 მაისს გაიხსნა და მეფე კრისტიან X-ის მეუღლის დედოფალ ალექსანდრინის პატივსაცემად ეწოდა სახელი. მისი სიგრძე 746 მეტრია და დანიის ერთ-ერთ უგრძეს ხიდად მიიჩნევა.
მენის ფართობი 218 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 9 909 ადამიანს შეადგენს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: