ნინო ქაჯაია (ჟურნალისტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინო ქაჯაია საკუთარი გადაცემის ლოგოტიპზე

ნინო ქაჯაია (დ. 23 ივნისი, 1975, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ჟურნალისტი.

დაამთავრა ჟურნალისტიკის სკოლა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1995-2005 წლებში მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში. 2006–2008 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი.

არის პირველი არხის გადაცემის „ცხოვრება მშვენიერია“ ავტორი და წამყვანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]