ნიმფალიდისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნიმფალიდისებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Nymphalidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ნიმფალიდისებრნი (Nymphalidae) — დღის პეპლების ოჯახი. მათი ფრთების შლილი 2,5-18 სმ აღწევს. ფრთები ჭრელია, კაშკაშა, ზედა და ქვედა მხარე სხვადასხვა ფერისა. მატლები ეკლებით ან კანის გამონაზარდებითაა დაფარული. ჭუპრს ხშირად ლითონისებრი ბზინვარება დაჰკრავს. ოჯახში 2 ათასამდე სახეობაა. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ტროპიკებში. საქართველოში ცნობილი მავნებლებია კუროსათავის ფრთაკუთხა, მსხლის მრავალფეხა, წითელი კამათელა და სხვა.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 437, თბ., 1984 წელი.