ნიკოლოზ ქარცივაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძე (დ. 1884,. სოფ. გოგიეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 9 ივლისი, 1937) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1904 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ეკუთვნოდა „ალიონელ-ავტონომისტთა“ ჯგუფს. არჩეული იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად (1917-1918). იყო საქართველოს რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1920 წელს იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგის (მოადგილის) პოსტს.

საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა არალეგალურ საქმიანობაში. იყო საქართველოს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი (1922) და თავმჯდომარე (1923-1924). დაპატიმრებული იყო ჩეკას მიერ (1923, 1924). 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1] 1934 წლამდე იყო გადასახლებული. მესამედ დააპატიმრეს 1937 წლის იანვარში. დაპატიმრებისას მუშაობდა საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის საგეგმო სექტორის უფროს ეკონომისტად. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეციალურმა სესიამ გაასამართლა 58-ე მუხლით და მიუსაჯა დახვრეტა. მისი მეუღლე თამარ შარაშიძე (ქრისტინე შარაშიძის და) შუა აზიაში გადაასახლეს. რეაბილიტირებული იყო 1958 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 454-455.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]