ნიკოლოზ სკრებოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ სკრებოვი
სრული სახელი ნიკოლოზ მიხეილის ძე სკრებოვი
დაბადების თარიღი 24 სექტემბერი, 1932
დაბადების ადგილი შახტი, რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 3 მარტი, 2015 (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი დონის როსტოვი, რუსეთი
დასაფლავებულია ჩრდილოეთი სასაფლაო
საქმიანობა პოეტი
ენა რუსული ენა
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა სსრკ, რუსეთი
ალმა-მატერი კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
პერიოდი 1951-2015
ჯილდოები რუსეთის ფედერაციის კულტურის დამსახურებული მუშაკი და მედალი „შრომის ვეტერანი“

ნიკოლოზ სკრებოვი (რუს. Скребов, Николай Михайлович; დ. 24 სექტემბერი, 1932, შახტი, რსფსრ, სსრკ — გ. 3 მარტი, 2015, დონის როსტოვი, რუსეთი ) — რუსი და საბჭოთა პოეტი, მწერალი, რადიოჟურნალისტი და მთარგმნელი. სსრკ-ის ჟურნალისტთა კავშირისა (1959) და სსრკ-ის მწერალთა კავშირის წევრი (1962). რუსეთის ფედერაციის კულტურის დამსახურებული მუშაკი (1996).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზ სკრებოვი 1932 წლის 24 სექტემბერს როსტოვის ოლქის ქალაქ შახტიში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნიკოლოზ სკრებოვი სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა: როსტოვის გაზეთებშიв „Ленинское знамя“ (1956—1957), „Молот“ (1957—1961), ჟურნალში „Дон“ (1961—1965), როსტოვის ტელევიზიაში (1965—1967), როსტოვის მწერალთა ორგანიზაციის ლიტერატურულ კონსულტანტად (1968—1969), საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის როსტოვის საოლქო კომიტეტის კულტურის განყოფილების ინსტრუქტორად (1969—1974), გაზეთ „Молот“-ის განყოფილების მოადგილედ (1974—1976), ჟურნალ „Дон“-ის მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1976—1979), რსფსრ-ის მწერალთა კავშირის როსტოვის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ (1979—1981), როსტოვის ოლქის ტელე-რადიო კომიტეტის მთავარ რედაქტორად (1981—1992), როსტოვის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია „Дон-ТР“-ის რადიომაუწყებლობის სტუდიის მთავარ რედაქტორად (1992-დან).

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თავდაპირველად კამენსკის ოლქში, ხოლო მოგვიანებით დონის როსტოვში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 2015 წლის 3 მარტს. დაკრძალულია დონის როსტოვის ჩრდილოეთ სასაფლაოზე.

ჯილდო და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსეთის ფედერაციის კულტურის დამსახურებული მუშაკი (1996).
  • „გმირული შრომის“ მედალი (1970), მედალი „შრომის ვეტერანი“ (1984).

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურული მოღვაწეობის პერიოდში ნიკოლოზ სკრებოვის ოცზე მეტი კრებული გამოიცა, მათ შორის[1]:

  • Любимый цвет. Стихи. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1961.
  • Пристрастие. Книга стихов. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1964.
  • Только вместе. Стихи для детей. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1964.
  • Толстопятые друзья. Стихи для детей. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1966.
  • Стихи (в серии «Донская поэзия»). — Ростов-н/Д: Ростиздат, 1967.
  • Эпоха бережной любви. Книга стихов. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1968.
  • Корень добра. Стихи. — М.: «Советский писатель», 1970.
  • Под неспокойною звездой. Стихи. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1971.
  • Сентябрь. Лирика, поэмы, переводы. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1973.
  • Южная вьюга. Книга стихов. — М.: «Советский писатель», 1976.
  • Тысяча ударов сердца. Лирика разных лет. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1977.
  • Родство. Стихи. — М.: «Современник», 1979.
  • Хроника счастья. Стихи и поэмы разных лет. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1982.
  • Будничные праздники. Книга стихов. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1986.
  • Тетрадь сонетов. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1990.
  • Гребень равнины (в серии «Поэты России»). — Ростов-н/Д: ООО «Книга», 1996.
  • Тихие вихри. Сонеты. — Ростов-н/Д: МП «Новая книга», 2000.
  • Меты. Стихи. — Таганрог: изд-во Ю. Д. Кучма, 2002.
  • Приватный календарь. Лирика разных лет. — Таганрог: изд-во Ю. Д. Кучма, 2003.
  • Период. Стихи недалёких годов. — Ростов-н/Д: «Признание», 2007.
  • Когда. Стихи. — Таганрог: изд-во Ю. Д. Кучма, 2007.
  • Оттенки отзвука (в серии «Поэты России»). — Ростов-н/Д: МП «Новая книга», 2007.
  • Оттенки отзвука. Лирический ретроспектр. — Таганрог: «Нюанс», 2009.
  • Осени меня, осень. Стихи (в серии «32 полосы»). — Таганрог: «Нюанс», 2010.
  • Близко к сердцу. Признательные показания (в серии «32 полосы»). — Таганрог: «Нюанс», 2010.
  • Мнимые сонеты (в серии «Свободный микрофон»). — Таганрог: «Нюанс», 2011.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]