ნიკოლოზ ლისენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ ლისენკო (დ. 10 მარტი, 1842 — გ. 24 თებერვალი, 1912, კიევი) — უკრაინელი კომპოზიტორი, დირიჟორი, ფოლკლორისტი, ეროვნული მუსიკალური სკოლის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1864 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი. 1867-1869 წლებში სწავლობდა ლაიფციგის, 1874-1876 წლებში კი პეტერბურგის კონსერვატორიებში. 1904 წელს კიევში მისი თაოსნობით გაიხსნა მუსიკალური სკოლა, რომელიც 1918 წლიდან ინსტიტუტად გადაკეთდა.

ლისენკომ საფუძველი ჩაუყარა უკრაინულ საოპერო ხელოვნებას. ავტორია ოპერებისა „შობაღამე“ (1882), „წყალწაღებული“ (1885), ოპერეტისა შავზღველები (1872). განსაკუთრებით პოპულარულია მის მიერ ხალხური სიმღერების მოტივზე შექმნილი ოპერა „ნატალკა-პოლტავკა“ (1889) და ლირიკულ-რომანტიკული ოპერა „ტარას ბულბა“ (1890). ავტორია რომანსებისა, კამერულ-საკრავიერი ნაწარმოებებისა, ვოკალური ციკლებისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]