ნიკოლოზ ანდრუსოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ ანდრუსოვი (დ. 7 დეკემბერი, 1861, ოდესა — გ. 27 აპრილი, 1924, პრაღა) — რუსი გეოლოგი და პალეონტოლოგი, პალეოეკოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1884 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტი. დაიცვა დისერტაცია „ევრაზიის ნამარხი და ცოცხალი დრეისენსიდები“. იყო სანქტ-პეტერბურგის, იურიევის და კიევის უნივესიტეტების პროფესორი. იმოგზაურა აფხაზეთში, იკვლევდა ღალიძგასა და დუაბის ხეობების პლიოცენურ ნალექებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]