ნიკარაგუის გერბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკარაგუის გერბი

ნიკარაგუის გერბი

დეტალები
დამტკიცდა

1971 წელს (1823 წლის 21 აგვისტოს).

ნიკარაგუის გერბი — ნიკარაგუის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო. მიიღეს 1823 წლის 21 აგვისტოს (როგორც ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო გერბი). თუმცა მისი არსებობის განმავლობაში მან გარკვეული ცვლილებები განიცადა და დღესდღეობით არსებობს იმ სახით, რომლითაც მიიღეს 1971 წელს.

მნიშვნელობა[რედაქტირება]

სამკუთხედი არნიშნავს თანასწორობას, ცისარტყელა აღნიშნავს მშვიდობას, ფრიგიული ქუდი ასახიერებს თავისუფლებას, ხოლო ხუთი ვულკანი არის სიმბოლო ერთობისა და ძმობისა ცენტრალური ამერიკის ხუთივე რესპუბლიკას შორის. სამკუთხედი გარშემორტყმულია წრიული ოქროსფერი წარწერით „ნიკარაგუის რესპუბლიკა - ცენტრალური ამერიკა” („REPUBLIKA DE NICARAGUA - AMERICA CENTRAL”).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]