ბარბადოსის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარბადოსის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 1966 წლის 14 თებერვალს.
ფარი ოქროსფერი. მასზე გამოსახულია ორი ყვავილი და ლეღვის ხე მათ შორის.
ფარმჭერები დელფინი და ვარხვი.
დაფუძნება სადევიზე ბაფთა.
დევიზი „სიამაყე და მრეწველობა” („PRIDE AND INDUSTRY” ლათინური დამწერლობით)

ბარბადოსის გერბიბარბადოსის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო.

ბარბადოსის გერბი მიიღეს 1966 წლის 14 თებერვალს ელისაბედ II-ის განკარგულებით. ბრიტანეთის კარბის ზღვის აუზის ყოფილი სამფლობელოების გერბების მსგავსად, ბარბადოსის გერბზეც გამოსახულია ჩაფხუტი თავზე ეროვნული სიმბოლოთი და ფარი მის ქვეშ რომელიც ორ ცხოველს უჭირავს.

ჩაფხუტის თავზე გამოსახულია შავი ფერის მკლავი, რომელსაც ორი გადაჯვარედინებული შაქრის ლერწმის ღერო უკავია, რომელთა გადაკვეთაც ძლიერ ემსგავსება წმ. ანდრია მოციქულის ჯვარს. ეს ბარბადოსში შაქრის მრეწველობას გამოხატავს, ასევე ბარბადოსი დამოუკიდებლობის დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ფარი ოქროსფერია. მასზე გამოსახულია ეროვნული ყვავილების წყვილი და ლეღვის ხე მათ შორის. ფარი უჭირავთ დელფინსა და ვარხვს. ისინი თევზჭერის მრეწველობასა და ვარხვების კუნძულს აღნიშნავენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]