კუბის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუბის გერბი

კუბის გერბი (ესპ. Escudo de Cuba) — ოფიციალური კუბის ჰერალდიკური სიმბოლოა. იგი შედგება ფასცისაგან, ზემოთ აქვს ფრიგიული ქუდი და მასზე ჩამოდებულია ფარი. ფარი ტყავისგანაა გაკეთებული. ფარის მარცხნივ არის შემოხვეული მუხის ხის ტოტი ხოლო მარჯვნიდან დაფნის ხის. გერბის დიზაინი შექმნა მიგელ ტერუბე ტოლონმა და დამტკიცებული იქნა ოფიციალურ გერბად 1906 წლის 24 აპრილს.

ფარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარი არის დაყოფილი სამ ნაწილად:

ზემოთა ნაწილში არის ზღვაზე ორ კლდეს შუა გადებული გასაღები, რომელიც აღნიშნავს კუბის გეოგრაფიულ მდებარეობას კუბა მდებარეობს ფლორიდის და იუკატანის ნახევარკუნძულს შორის. უკან ამომვალი მზე აღნიშნავს ახალი რესპუბლიკის აღზევებას.

ფარის გარშემო ნაწილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარის გარშემო არის შემოხვეული ორი ხის ტოტი: მარცხნივ არის შემოხვეული მუხის ხის ტოტი ხოლო მარჯვნიდან დაფნის ხის. მუხის ხის ტოტი აღნიშნავს ქვეყნის სიძლიერეს, ხოლო დაფნის ტოტი კი: ღირსებასა და დიდებას. ბეს სიმბოლოები იდეაში წარმოადგენს ადამიანის უფლებებათა დევიზს: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა.

გერბის ზემოთა ნაწილი/თავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ზემოთ არის გამოსახული ფრიგიული ქუდი რაც თავისუფლების სიმბოლოა და ეს იმას აღნიშნავს რომ სახელმწიფო დამოუკიდებელია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]