ნიაღვრის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიაღვრის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი მთაწმინდა
წინა სახელები სასწავლებლის ქუჩა, მთის IV ქუჩა

ნიაღვრის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); პავლე ინგოროყვას ქუჩასა და შიო ჩიტაძის ჩიხს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. სასწავლებლის ქუჩის სახელწოდებითაა დატანილი 1884 წლის თბილისის გეგმაზე, რადგან აქვე მდებარე წმინდა ნინოს კეთილშობილ ქალთა სასწავლებლელს თითქმის მთელი კვარტალი ეკავა. შემდეგ მას მთის IV ქუჩა ერქვა. 1900 წელს ეწოდა ნიაღვრის ქუჩა (ასეა დატანილი ამავე წლის გეგმაზე). მთაწმინდის ფერდობებიდან ჩამონადენი ნიაღვრის დიდი ნაწილი ამ ქუჩაზე მოედინებოდა და სახელიც აქედან ეწოდა.[1] 2014 წელს ეწოდა ბათუ კრავეიშვილის სახელი.[2] 2021 წელს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება.[3] ქუჩაზეა ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 130, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. „ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ნიაღვრის ქუჩისთვის ბათუ კრავეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 5 დეკემბრის №171 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023
  3. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ბათუ კრავეიშვილის ქუჩისთვის ნიაღვრის სახელის მინიჭების შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (23 ივლისი, 2021). ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023