ბათუ კრავეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კრავეიშვილი.

ბათუ (ბართლომე) ირაკლის ძე კრავეიშვილი (დ. 16 დეკემბერი, 1914, სამტრედია — გ. 14 ივნისი, 1970, თბილისი) — ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი (1950).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად თბილისში პროფესორ ვ. ვრონსკისთან ეუფლებოდა ვოკალს, მაგრამ ისე მოხდა, რომ 1935 წელს დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი, თუმცა სცენაზე ფიქრი არ განელებია. საბოლოოდ სასწორმა ხელოვნებისაკენ გადასძლია. 1937 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია და იმავე წელს დებიუტი ჰქონდა თბილისის საოპერო სცენაზე, დაისში შეასრულა კიაზოს პარტია. 1939 წელს გაიმარჯვა კონკურსში და ჩაირიცხა მოსკოვის დიდი თეატრის დასში, სადაც წარმატებით იმღერა ჟერმონის, ელეცკის და სხვა პარტიები.

1941 წლიდან ბათუ კრავეიშვილი კვლავ თბილისშია მან განვლო დიდი და ნაყოფიერი შემოქმედებითი გზა — შექმნა მრავალი დასამახსოვრებელი საოპერო სახე. შეასრულა 42 წამყვანი საოპერო პარტია : კიაზო, მურმანი, აბდუშაჰილი, გოჩა, თავადი იგორი, ელეცკი, ონეგინი, რობერტი, ჟერმონი, ამონასრო, სკარპია, ვალენტინი და სხვა.

ბ. კრავეიშვილმა კინოში სულ რამდენიმე სახე შექმნა: ლაზარია „დაკარგულ სამოთხეში“ და კოტე „ქეთო და კოტეში“.

დაჯილდოებულია ლენინის, შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენებით და მედლებით. 2014–2021 წლებში ნიაღვრის ქუჩას ბათუ კრავეიშვილის სახელი ერქვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 225, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]