ნეაპოლის მეტროპოლიტენი
| ნეაპოლის მეტროპოლიტენი | |
|---|---|
| ინფორმაცია | |
| ქვეყანა | |
| ქალაქი | ნეაპოლი |
| გახსნის თარიღი | 1889 (23 მარტი 1993) |
| ხაზის სიგრძე | 53.8 კმ. |
| სადგურთა რაოდენობა | 69 |
| ხაზთა რაოდენობა | 7+3 (დაგეგმილი) და 4 ფუნიკულარული |
| მგზავრები დღეში | 470,000 (2005) |
| მგზავრები წელიწადში | |
| ხაზების სქემა | |
ნეაპოლის მეტროპოლიტენი (იტალ. Metropolitana di Napoli) — საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, რომელიც იტალიის ქალაქ ნეაპოლს ემსახურება. მოიცავს ოთხ მიწისქვეშა ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზს, გადამყვანი მატარებლების ქსელს, და ოთხ ფუნიკულარულ ხაზს, დაგეგმილი გაფართოებითი სამუშაოებით. ნეაპოლში მეტროპოლიტენს შემოკლებით la Metro-ს უწოდებენ.
1.2 მლნ მოსახლეობით ნეაპოლი იტალიის მეორე უმსხვილესი ქალაქია. 2005 წელს ნეაპოლის მეტროს დღიურად 470,000 მგზავრი გადაჰყავდა (წლიურად 29 მლნ), თუმცა, მშენებარე სადგურების ექსპლუატაციაში შესვლით უკვე 2011 წლისთვის დღიური მგზავრთა გამტარობა 700,000 შეადგენს.
ქალაქში მზადდება მასშტაბური პროექტი, რომელიც მთელი ჩქაროსნული სისტემის გაფანტულ ქსელებს დააკავშირებს ერთმანეთთან. ნავარაუდევია საერთო ჯამში ათი ხაზი, ახალი გადასაჯდომი სადგურებითა და პარკირების ადგილებით. დასასრულ, არსებული ოთხი ფუნიკულარული ხაზი, რომელიც Vomero-ს ფერდობოვან ცენტრალურ უბანს ემსახურება, ერთიან სისტემაში უნდა იქნას ჩართული.
ხაზების საერთო სიგრძეა 53.8 კმ 69 სადგურით, რომელიც დაგეგმილი ხაზბის ამოქმედების შემდეგ ევროპაში 30-ე, ხოლო მსოფლიოში 77-ე ადგილს დაიკავებს საქალაქო რკინიგზის ხაზების სიგრძის მიხედვით. იტალიაში ნეაპოლის მეტროს მესამე ადგილი უჭირავს რომისა და მილანის მეტროპოლიტენების შემდეგ.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ნეაპოლში პირველი რკინიგზა ნეაპოლ-პორტიკის ხაზი იყო, რომელიც 7.640 კმ სიგრძე გაიყვანეს და ოფიციალურად 1839 წელს გახსნეს, მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ გაიხსნება მანჩესტერის და ლივერპულის საქალაქთაშორისო რკინიგზა.
მე-19 საუკუნის დამლევს სხვადასხვა კომპანიებს შეჯიბრებითობის პრინციპით გაჰყავდათ ხაზები ქალაქის დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და ღარიბთა დასახლებებიდან ჩრდილოეთის მდიდრების გარეუბნებამდე.
1911 წელს ნეაპოლიდან რომისკენ მიმავალი რკინიგზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც პირველმა მსოფლიო ომამ შეაჩერა, თუმცა, სრულიად მოულოდნელად, 1925 წელს გაიხსნა. ამ ხაზის საქალაქო ნაწილი დღესდღეობით ნეაპოლის მეტრო მეორე ხაზზად არის გადაკეთებული.
ფაშიზმის პერიოდში, 1922-1939 წლებში ნეაპოლში რკინიგზის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად არაერთი სამუშაო ჩატარდა.
ნეაპოლში მიმოფანტული რკინიგზების შეერთების იდეა პირველად 1950-იან წლებში გაჟღერდა როგორც ომის შემდგომ დანგრეული ქალაქის აღდგენითი გეგმის ნაწილი. 1960-იან წლებში უკვე საბოლოო ჩამოყალიბებამდე მისული პროექტი ფინანსების ნაკლებობამ და ქალაქში კორუფციის მაღალმა დონემ შეაჩერა. ხაზების დაკავშირების ბოლო მშენებლობა 1976 წელს დაიწყო, რათა ქალაქის გარეუბნები ცენტრთან დაეკავშირებინათ 1990 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
ნეაპოლის პირველი ჩქაროსნული საქალაქო რკინიგზა საბოლოოდ 1993 წლის 23 მარტს გაიხსნა და Metropolitana Collinare (მთა-გორიანი მეტროპოლიტენი) ეწოდა.
ხაზები [რედაქტირება]
| სახელი | რუკის ფერი | გაიხსნა ამუშავდა |
პირველი სექცია გაიხსნა * |
სახელი დაერქვა |
ტიპი | სიგრძე /კმ |
სიგრძე /მლ |
სადგურები | მარშრუტები წლიურად (000s) |
საშუალო მარშრუტები მილებით (000s) |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 ხაზი | ლურჯი | 1993* | 1993 | 2001 | ღრმა დონე | 15 | 8.38 | 15 | 34,675 | |
| 2 ხაზი | იასამნისფერი | 1925* | 1925 | 2001 | ღრმა დონე | 16 | 9.94 | 11 | ||
| 3 ხაზი | ნარისნჯისფერი | 2004 | 2004 | 2001 | მიწისპირზე | 12.3 | 7.64 | 12 | ||
| 4 ხაზი | რუხი | 1891* | 1891 | 2001 | ესტაკადაზე | 8.3 | 5.15 | 8 | ||
| 5 ხაზი | ყვითელი | 1962* | 1962 | 2001 | ესტაკადებზე | 9.1 | 5.65 | 7 | ||
| 6 ხაზი | ცისფერი | 2007 | 2007 | 2001 | ღრმა დონე | 2.3 | 1.42 | 4 | ||
| 7 ხაზი | მწვანე | 2008** | 2008 | 2001 | ესტაკადებზე | 12 | ||||
| 8 ხაზი | წითელი | 2011** | 2001 | ღრმა დონე | 5 | |||||
| 9 ხაზი | შავი | 2010** | 2001 | ღრმა დონე | 6 | |||||
| 10 ხაზი | ვარდისფერი | *** | 2001 | ღრმა დონე | ||||||
| * სადაც მეტროპოლიტენის ხაზის გახსნამდე რკინიგზა მუშაობდა ძველი ქსელით. **ხაზის გახსნის მოსალოდნელი თარიღი ***დასრულების თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. |
||||||||||
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ნეაპოლის მეტროპოლიტენის ოფიციალური საიტი
- Urbanrail.net ნეაპოლის რკინიგზის საიტი
- Mobility Plan of the Municipality of Naples
- Metroitaliane: page dedicated to Metro Napoli
- amateur site on the public transport system in Naples
- MondoTram: Tram in the world with a section on Naples, a forum and many news
- site that lists all existing metropolitan Italy
- Subway napoli.htm of Naples
- Naples Metro Gallery
- Interactive map of the metropolitan Naples
- Circumvesuviana, ოფიციალური გვერდი