მილანის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მილანის სატრანსპორტო სისტემის ლოგო
მილანის მეტროსქემა

მილანის მეტროპოლიტენი (იტალ. Rete metropolitana di Milano) — მილანის მიწისქვეშა სატრანსპორტო სისტემა; იტალია. მეტრო ქალაქს დანარჩენ ლომარდიასთან და ნაციონალურ სარკინიგზო სისტემასთან აკავშირებს. ქსელი მოიცავს მეტროს (მილანის მეტრო — M ხაზები), საგარეუბნო სარკინიგზო მომსახურებას (S ხაზები) და რეგიონულ სარკინიგზო მომსახურებას (R ხაზები).

  • ხაზი M1 წითელი - 24.9 კმ - 37 სადგური
  • ხაზი M2 მწვანე - 39.4 კმ - 35 სადგური
  • ხაზი M3 ყვითელი - 16.7 კმ - 21
  • ხაზი M5 ყვითელი - 4.1 კმ - 7

მეტრო San Raffaele Gobba/S.Raffaele (ხალხის გადამყვანი) - 0.7 კმ - 2 სადგური

სადგურების საერთო რაოდენობა 86-ია.

ისტორია[რედაქტირება]

მილანში მეტროპოლიტენის აშენებაზე ჯერ კიდევ 1848 წელს დაისვა საკითხი. დანარჩენი პროექტები 1914 და 1925 წელს შეადგინეს. 1937 წლის გეგმით უნდა აშენებულიყო 7 ხაზი, მაგრამ, მეორე მსოფლიო ომმა ეს წამოწყებაც შეაჩერა. მეტროს მშენებლობა საბოლოოდ 1957 წელს დაიწყო. 1906 წელს მსოფლიო ბაზრობისთვის ტრამვაის ხაზი აშენდა. ხაზი ბაზრობის ორ მთავარ წერტილს: Piazza d'Armi-სა და Arena Stadium-ს ქალაქის ცენტრთან აკავშირებდა. ხაზის დემონტირება მოხდა რვა წლის შემდეგ. ეს შეიძლება მივიჩნიოთ პირველ დამოუკიდებელ იტალიურ ელექტროფიცირებულ რკინიგზად.

მეტროპოლიტენის პირველი ხაზი (ხაზი M1) მილანში 1964 წელს გაიხსნა 7 წლის სამუშაოების შემდეგ და Lotto-სა და Sesto Marelli-ს სადგურებს მოიცავდა .

1969 წელს გაიხსნა მეორე ხაზიც (ხაზი M2) Caiazzo-დან Cascina Gobba-მდე (7 სადგურით). 1960-70-იან წლებში პირველი და მეორე ხაზების მშენებლობა-გაფართოება დასრულდა.

1990 წელს ექსპლუატაციაში შევიდა მესამე ხაზი (ხაზი M3) 5 სადგურით. დანარჩენი 9 სადგური მესამე ხაზზე ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1991 წელს გაიხსნა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით 2004 წელს.

1997 წელს გაიხსნა Passante Ferroviario, მიწისქვეშა რკინიგზა 11 კმ სიგრძითა და 9 სადგურით, სადაც განსხვავებული მატარებლები მოძრაობენ.

საბოლოოდ, 1999 წელს ხალხის გადამყვანზე დაფუძნებული შათლის ხაზი გაიხსნა Cascina Gobba-ს სადგურსა და San Raffaele Hospital-ს შორის, და ეწოდება მეტრო San Raffaele (ღია მწვანე) 2 სადგურით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]