ნაჰალეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაჰალეგი

დაჰლაკის არქიპელაგი
გეოგრაფია
მდებარეობა წითელი ზღვა
კოორდინატები 16°08′49″ ჩ. გ. 40°09′36″ ა. გ. / 16.147000° ჩ. გ. 40.160250° ა. გ. / 16.147000; 40.160250
ფართობი 35,19 კმ²
უმაღლესი წერტილი 24 მ
ერიტრეის დროშა ერიტრეა
პროვინცია სემიენავი-კეი-ბაჰრი
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2009)

ნაჰალეგი (ინგლ. Nahaleg) — დაჰლაკის არქიპელაგის სიდიდით მესამე და ყველაზე დიდი დაუსახლებელი კუნძული, წითელ ზღვაში ერიტრეის ნაპირებთან. ფართობი — 35,19 კმ²[1], რის გამოც იგი დაჰლაკის არქიპელაგის სიდიდით მესამე კუნძულია დაჰლაკის და ნორას კუნძულების შემდეგ. მაქსიმალური სიმაღლეა — 24 მეტრი ზღვის დონიდან, რომელიც მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ხოლო კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 23 მეტრს.

კუნძული მდებარეობს დაახლოებით 2 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით კუნძულ ნორადან. ნაჰალეგის კუნძული წარმოადგენს გამოკვეთილ ორმაგ კუნძულს. კუნძულის ცოტათი დიდ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს აქვს დაახლოებით მრგვალი ფორმა დიამეტრით 4,8 კმ-დან 5,2 კმ-მდე, მაშინ როდესაც ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი სამკუთხედია მომრგვალებული კუთხეებით. კუნძულის ორივე ნაწილი, მათ შორის ყველაზე უფრო ვიწრო ადგილას, ერთმანეთთან დაკავშირებულია ორკილომეტრიანი სახმელეთო ხიდით, რომლის მანძილია 90 მეტრი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. PNAS Islands Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-10. ციტირების თარიღი: 2015-10-23.