დაჰლაკი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაჰლაკი
გეოგრაფია
მდებარეობა წითელი ზღვა
კოორდინატები 15°39′12″ ჩ. გ. 40°07′04″ ა. გ. / 15.65333° ჩ. გ. 40.11778° ა. გ. / 15.65333; 40.11778
ფართობი 754,9 კმ²
უმაღლესი წერტილი 5 მ
ერიტრეის დროშა ერიტრეა
პროვინცია სემიენავი-კეი-ბაჰრი
დემოგრაფია
მოსახლეობა 2500 ად.
სიმჭიდროვე 3,312 ად. /კმ²

დაჰლაკი, დაჰლაკ-კებირი (ინგლ. Dahlak Kebir) — ყველაზე დიდი კუნძული დაჰლაკის არქიპელაგში, წითელ ზღვაში ერიტრეის ნაპირებთან. ადრე კუნძულს ერქვა დაჰლაკ-დესეტი[1]. ფართობი — 754,9 კმ². კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 2500 ადამიანია. კუნძულის მოსახლეობა ლაპარაკობს დაჰლიკის ენაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ნოკრა მდებარეობს კუნძულის დასავლეთ ნაწილში და ცნობილია ძველი რეზერვუარებით წყლის და ნეკროპოლისების შესანახად, რომლებიც თარიღდება, როგორც მინიმუმ, ჩვენი წელთაღრიცხვის 912 წლით. კუნძული ასევე ცნობილია თავისი ნამარხი ნაშთებით. კუნძულის სხვა ღირსშესანიშნაობებს შორის აღსანიშნავია ადელის (Adel) ისლამამდელი პერიოდის ნანგრევები, ფაუნა და მანგროს ტყეები.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე მოსახლეობა ძირითადად დასაქმებულია თევზაობით, ჰოლოთურიების შეგროვებით და ტურიზმით.

კუნძულზე აშენებულია დიდი ტურისტული კომპლექსი სასტუმროებით.

ბორანის საშუალებით კუნძულიდან შეიძლება პორტ მასაუაში და მთელ რიგ უფრო მცირე კუნძულებამდე მისვლა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. UNEP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-24. ციტირების თარიღი: 2015-10-19.