ნატახტრის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატახტრის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს ჩრდილოეთით, 2 კილომეტრის მოშრებით. მოპოვებული არქეოლოგიური მასალი მიხედვით, ნამოსახლარზე ბრინჯაოს ხანის სხვადასხვა საფეხურის კულტურული ფენებია.

ძეგლი 1980 წელს გათხარა კახეთის აქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული. ნამოსახლარი ფორმით ოვალურია, მას გარს არტყია თავდაცვითი თხრილი. დამატებით გამაგრებული ყოფილა გალავანიც. ძეგლს გააჩნია ზღუდის გარე დასახლებაც, სადაც კარგად შეიმჩნევა ქვის გორები. აკრეფილი კერამიკა უმეტესად ქვიშანარევია. კერამიკა გამომწვარია ლეგად ან რუხად, იშვიათად კი მოშავპდ. ჭურჭლის პირის ქობა ტანისაგან მკვეთრად არ არის გამოყოფილი. მხრის ორგვლივ ირიბნაჭდევებიანი ჭურჭელი შემკობილია რელიუფური სარტყელით. ნამოსახლარზე ასევე აღმოჩნდა ქვის იარაღები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]