ნარისჯაგა (ლათ. Carlina vulgaris) — ორწლიანი ბალახოვანი მცენარე. ღერო – 15-50 სმ სიმაღლის, სწორი, აბლაბუდისებურად შებუსული, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები ტყავისებურია, ჩხვლეტია კბილებით. ქვედა ფოთლები მოგრძოლანცეტა ფორმისაა. კალათები 2,5 სმ დიამეტრისაა, ყვავილები – მეწამულ-ყვითელია. იზრდება სუბალპურ სარტყლამდე – ტყეებში, მდელოებზე, მშრალ ფერდობებზე, გზისპირებზე და ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე აზიას, ირანს.