ნამცხვარი "შავი ტყე"

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნამცხვარი "შავი ტყე"

ნამცხვარი "შავი ტყე" (Black Forest gâteau (ბრიტანული ინგლისური) ან Black Forest Cake (ამერიკული ინგლისური)) არის შოკოლადის მსუბუქი ნამცხვარი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ალუბლის შემცველობით. ნამცხვარი გერმანულ დესერტზე, Schwarzwälder Kirschtorte-ზეა დაფუძნებული, რაც სიტყვასიტყვით „შავი ტყის ალუბლის ტორტს“ ნიშნავს.

როგორც წესი, "შავი ტყე" შედგება რამდენიმე მსუბუქი, ფუმფულა შოკოლადის ნანცხვრის ფენისგან, რომელთა შორისაც ამატებენ დიდი რაოდენობით ნაღების კრემს და ალუბლებს. დეკორაციის მიზნით, მას გარედანაც ფარავენ ნაღების კრემით, ზემოდან კი დაკონსერვებული ალუბლით და შოკოლადის ნატეხებით.[1] ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, ტრადიციულად, დაკონსერვებული ალუბლის ნაცვლად ახალს იყენებენ. ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით, ნამცხვარს უმატებენ კირშვასერს, ალუბლისგან დამზადებულ გერმანულ არაყს[2]. ევროპის სხვადასხვა ნაწილში დესერტს განსახვავებულ ალკოჰოლური სასმელს უმატებენ, მაგალითად რომს - ავსტრიაში. გერმანიაში მიღებულია კანონი, რომლის მიხედვითაც, დესერტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს კისვასერს თუ მისი სახელია "Schwarzwälder Kirschtorte".[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დესერტის სახელწოდება უშუალოდ გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში არსებული "შვარცვალდის" ქედის სახელიდან არ მოდის.

ერთი მოსაზრების თანახმად, დესერტის სახელი ამ რეგიონის სპეციალური ალკოჰოლისგან, Schwarzwälder Kirschtorte-იდან მომდინარეობს, რომელიც მთლიანად ალუბლისგან მზადდება. ეს ინგრედიენტი, ალუბლის და ალკოჰოლის არომატით, აძლევს ნამცხვარს ძლიერ, განსხვავვებულ გემოს. დესერტის თავდაპირველი ვერსია იყო ალუბლის, ნაღების კრემისა და კირშვასერის კომბინაცია - მოხარშული ალუბლები კრემში, რომელსაც ალოჰოლთან ერთად მიირთმევდნენ. სავარაუდოდ, მისი უფრო განახლებული ვერსია, ბისკვიტთან/ორცხობილასთან ერთად გერმანიაში წარმოიშვა.

ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ტორტის სახელწოდება მოდის "შავი ტყის" რეგიონის ქალთა ტრადიციული სამოსელიდან, კერძოდ, ქუდიდან, რომელთაც ზემოდან დიდი, წითელი ბურთულები ამშვენებს.

საკონდიტრო მაღაზიის მფლობელმა, იოზეფ კელერმა (1887–1981) თქვა, რომ თვითონ, 1915 წელს გამოიგონა Schwarzwälder Kirschtorte თავისი ამჟამინდელი ფორმით, ქალაქ ბონთან ახლოს არსებულ Café Agner-ში, მაგრამ მისი ნათქვამი დღემდე არაა დასაბუთებული.[4]

Schwarzwälder Kirschtorte პირველად, ბეჭდური სახით ნახსენებია 1934 წელს. იმ დროს ის ძირითადად ასოცირდებოდა ბერლინთან, მაგრამ ასევე ხელმისაწვდომი იყო მაღალი კლასის საკონდიტრო მაღაზიებში გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის გარშემო. 1949 წელს, დესერტმა მე-13 ადგილი დაიკავა ყველაზე ცნობილ გერმანულ ნამცხვრებს შორის. [5]

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნამდვილი შავი ტყის ნამცხვრისთვის რეკორდი დამყარდა Europa Park, გერმანიაში, K&U Bakery- ის მიერ, 2006 წლის 16 ივლისს.[6][7] ეს იყო დაახლოებით 80 მ2 (860 კვ. ფუტი) ფართობისა და 3000 კგ (3.0 ლტ) წონის ნამცხვარი, რომლის დიამეტრი იყო 10 მ (33 ფუტი), დამზადდა 700 ლ კრემით, 5,600 კვერცხით, 800 კგ (1,800 ფუნტი) ალუბლით, 40 კგ (88 ფუნტი) შოკოლადის ნატეხებით და 120 ლ (32 ა.შ.შ გალონი) კირშვასერით. 2012 წლის 9 დეკემბერს, სინგაპურში S-One Expo-ზე აზიის ყველაზე დიდი" შავი ტყის" ტორტი შეფ-მზარეულების, იორგ მინკისა და ჯულიენ ბომპარდის ხელმძღვანელობით მზარეულების გუნდმა გააკეთა. 500 კგ (1,100 ფუნტი) წონის მქონე ტორტი დამზადებულია 165 ლ (44 აშშ დოლარი; 36 ცალი გაზი) კრემისგან, 1500 კვერცხისგან, 68 კგ (150 ფუნტი), 60 კგ (130 ფუნტი) შოკოლადის ნატეხებისგან და 10 ლ კირშისგან. [8]

შვედური Schwarzwaldtårta

შვარცვალდტორტა-Schwarzwaldtårta[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედური ტორტი, სახელწოდებით Schwarzwaldtårta, ასევე ნიშნავს "შავი ტყის ნამცხვარს", მაგრამ მას საერთო არაფერი აქვს ამ სახელწოდების მქონე გერმანულ დესერტთან. ის შედგება ბეზეს კრემის ფენებისგან რომელშიც ძალიან წვრილად დაჭრილი თხილია, ფენებს შორის კი შოკოლადის თხელი ფენა და ნაღების კრემია. გარედან, მთელი ნამცხვარი ასევე დაფარულია ნაღების კრემით და მორთულია შავი შოკოლადით ან/და კაკაოს ფხვნილით. [9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://allrecipes.com/Recipe/Black-Forest-Cake-I/Detail.aspx დაარქივებული 2015-08-22 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  2. https://www.europeancuisines.com/German-Schwarzwalder-Kirschtorte-Recipe-Black-Forest-Cake-Cherry-Kirsch (ინგლისური)
  3. https://web.archive.org/web/20120407093906/http://www.bmelv.de/cae/servlet/contentblob/379758/publicationFile/22120/LeitsaetzeFeineBackwaren.pdf (გერმანული)
  4. http://www.conditorei-museum.de/hp/pages/texte9.htm დაარქივებული 2007-12-25 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
  5. https://books.google.com/books?id=JHyYQwAACAAJ გვ.368 (გერმანული)
  6. http://www.freizeitpark-welt.de/freizeitparks/europa_park/europa_park_start.php?id=2&nid=92&year=2006 (გერმანული)
  7. http://www.deutschlandmagazin.com/component/content/article/181.html (გერმანული)
  8. https://web.archive.org/web/20140316060710/http://www.soneexpo.com/?p=695 (ინგლისური)
  9. https://www.koket.se/per_morberg/kakor_och_tartor/agg_och_mejeri/schwarzwaldtarta/ (შვედური)