ნამცო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნამცო
ნამცო
ნამცო
კოორდინატები: 30°42′ ჩ. გ. 90°33′ ა. გ. / 30.700° ჩ. გ. 90.550° ა. გ. / 30.700; 90.550
მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 4718 
სიგრძე 70 კმ
სიგანე 30 კმ
ფართობი 1920 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 125 
საშუალო სიღრმე 33 

ნამცო მდებარეობა ჩინეთი

Blue pog.svg

ნამცო (მონღოლურად თენგრი-ნური — ზეციური ტბა) — გაუდინარი მლაშე ტბა ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთში. მდებარეობს ნიენჩენ-ტანგლის ქედის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 4718 მ სიმაღლეზე. ფართობი 1920 კმ², მაქსიმალური სიღრმე 125 მ. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 70 კმ-ზე. ტბაში არის ხუთი უკაცრიელი კუნძული. ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაფარულია ყინულით. მეტწილად საზრდოობს მდნარი და მიწისქვეშა წყლით. მდიდარია თევზით. ნაპირთან გაშენებულია მონასტერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნამცო&oldid=2632719“-დან