ნაკანო სიგეჰარუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაკანო სიგეჰარუ (დ. 25 იანვარი, 1902, ფუკუის პრეფექტურა — გ. 24 აგვისტო, 1979), იაპონელი მწერალი, პუბლიცისტი. დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი (1927). პროლეტარული ლიტერატურისა და ხელოვნებისათვის 20-იანი წწ. მოძრაობის მონაწილე, ახალი იაპონური ლიტერატურული საზოგადოების (1945) ერთ-ერთი ორგანიზატორი. ფართოდაა ცნობილი მისი ლექსი "სიმღერა" (1926) და მოთხრობები "გაზაფხულის ქარი" (1925). "ტეცუს ნაამბობი" (1929), "შაქარი" (1930). ავტობიოგრაფიული ხასიათის თხზულებებია "სოფლის სახლი" (1935), "სიმღერასთან დამშვიდობება" (1939).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 301, თბ., 1984


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.