ნაზმიე მურატლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაზმიე მურატლი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ნაზმიე მუსლუ
სრული სახელი ნაზმიე მუსლუ მურატლი
ეროვნება თურქი
დაბ. თარიღი 13 ივნისი, 1979 (1979-06-13) (44 წლის)
დაბ. ადგილი კონია, თურქეთი
წონა 40 კგ
სპორტი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
სპორტი პავერლიფტინგი
კლუბი Konya Meram Belediyespor
მედლები
დროშა: თურქეთი თურქეთი
პავერლიფტინგი ქალთა შორის
პარალიმპიური თამაშები
ოქრო 2012 ლონდონი 40 კგ
ოქრო 2016 რიო 41 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო 2014 დუბაი 40 კგ

ნაზმიე მურატლი (თურქ. Nazmiye Muratlı; დაბ. ნაზმიე მუსლუ (თურქ. Nazmiye Muslu); დ. 13 ივნისი, 1979, კონია, თურქეთი) — თურქი ქალი პავერლიფტერი.[1] არის მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი პავერლიფტინგში 40 კგ წონით კატეგორიაში, რომელიც 2012 წლის პარალიმპიურ თამაშებზე დაამყარა, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა.[2] ასპარეზობს კლუბ „Konya Meram Belediyespor“-ში.[3]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაზმიე მუსლუ დაიბადა 1979 წელს, თურქეთის ქალაქ კონიაში. პერაპლეგიით ავადმყოფი და ინვალიდის ეტლზე დამოკიდებული, მან დაწყებითი განათლება თავის მშობლიურ ქალაქში მიიღო.[2]

მან მეგობრის მოწოდებით დაიწყო პავერლიფტინგი, რომელიც დაჟინებით მოუწოდა, რომ მასთან ერთად დაეწყო ვარჯიში. თავდაპირველად მან ვარჯიში მიატოვა, რადგან მისთვის ძალიან ძნელი იყო. თუმცა, დედამისის და მოგვიანებით მამამისის თხოვნით, ის განაახლა ვარჯიში.[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პავერლიფტინგით დაკავებიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ, იგი ეროვნულ გუნდში შეიყვანეს და პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გაგზავნეს, მისი ოჯახის გარეშე და მარტო მისი საკუთარი ცოდნით. თავის საერთაშორისო დებიუტზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.[3]

მურატლი 2005 წლის და 2006 წელს ქვეყნის ეროვნული ჩემპიონი გახდა. 2005 წელს ბრინჯაოს მედალი და 2007 წელს ოქროს მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე.[2]

2008 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ჩინეთში, მურატლი მეოთხე გახდა. 2012 წლის ლონდონის პარალიმპიადაზე, მან მოხსნა თავისი მსოფლიო რეკორდი, სადაც 109.0 კგ აწია და ოქროს მედალი მოიპოვა.[3] თავისი რეკორდი ხელახლა მოხსნა 2016 წლის ოლიმპიადაზე და ისევ ოქროს მედალი მოიპოვა. ასე ის თურქეთის ისტორიაში პირველი სპორტსმენი გახდა, რომელიც ზედიზედ ორ პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Rekortmen haltercinin hedefi Rio“. TRT Spor (Turkish). 2015-12-13. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-15. ციტირების თარიღი: 2016-09-08.
  2. 2.0 2.1 2.2 Paralimpik Oyunlarına Geri Sayım Başladı !..-Nazmiye Muslu Turkish. Türkiye Milli Paralimpik Komitesi. ციტირების თარიღი: 2012-01-31.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Odabaş, Nusret (2012-08-31). „Nazmiye'nin gözü Naim'in rekorunda“. Haber7 (Turkish). ციტირების თარიღი: 2012-08-31.
  4. „Nazmiye Muratlı, Rio 2016 Paralimpik'te dünya rekoru kırdı“. Hürriyet (Turkish). 2016-09-09. ციტირების თარიღი: 2016-09-09.