ნავაგრუდაკის ციხესიმაგრე
ნავაგრუდაკის ციხესიმაგრე — ციხესიმაგრე ბელარუსში. აგებულია XIII საუკუნეში, თუმცა თანამედროვე სახე მიიღო XVI საუკუნეში. იგი წარმოადგენდა ქალაქ ნავაგრუდაკის მთავარ საფორტიფიკაციო ნაგებობას.
ნავაგრუდაკის ციხესიმაგრე ერთ-ერთი უდიდესია ბელარუსში, იგი მოითვლის 7 კოშკს და აგებულია მაღალ გორაზე, საიდანაც კარგ ამინდში მოსჩანს ტერიტორია 15-20 კმ.-ის რადიუსში.
ერთ-ერთი ვერსიით ნავაგრუდაკში გაიმართა ლიტვის დიდი მთავრის მინდაუგასის კორონაცია. ზოგიერთი ცნობით ეს ციხესიმაგრე იყო მინდაუგასის რეზიდენცია.
1314 წელს ციხესიმაგრესთან თავადმა დავიდ გროდნენსკიმ დაამარცხა გერმანლი-ჯვაროსნები. 1422 წელს ციხესიმაგრეში გაიმართა პოლონეთის 73 წლის მეფის იაგაილოსა და 16 წლის სოფია ჰოლშანელის ქორწილი. ახალგაზრდა დედოფალს შეეძინა შვილი, რომელიც გახდა იაგელონების დინასტიის ფუძემდებელი.
დღესდღეობით ციხესიმაგრეში ყოველწლიურად იმართება რაინდთა ფესტივალი.