ნავაგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნავაგა
Eleginus nawaga.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ვირთევზასნაირნი
ოჯახი: ვირთევზასებრნი
სახეობა: ნავაგა
ლათინური სახელი
Eleginus navaga

ნავაგა (ლათ. Eleginus navaga) — თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა. სიცივის მოყვარული, ზღვის სანაპირო ზონის ბინადარია. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ, მასა — 250 გ აღწევს. გავრცელებულია თეთრი ზღვიდან მდინარე ობის უბემდე. შედის მდინარეების შესართავებში. იკვებება მრავალჯაგრიანი ჭიებით და კიბოსნაირებით. სქესობრივად მწიფდება 2—4 წლისა, ტოფობს დეკემბერ-თებერვალში 2—10 მ სიღრმეზე. რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია. იჭერენ ზამთრობით და ყინავენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]