მხოხავი ბეგქონდარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მხოხავი ბეგქონდარა
Wilder Thymian.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ტუჩოსნები
ლათინური სახელი
Thymus serpyllum

მხოხავი ბეგქონდარა (ლათ. Thymus serpyllum) — მრავალწლოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. ნახევრად ბუჩქებია. სიმაღლე 15 სმ-მდე. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, სკანდინავიის ნახევარკუნძულიდან დაწყებული ხმელთაშუაზღვისპირეთამდე დამთავრებული და ბრიტანეთის კუნძულებიდან აღმოსავლეთ ციმბირამდე. ჩვეულებრივ, იზრდება ღია ქვიშიან ადგილებში, სტეპურ მდელოებზე. ფოთლების სიგრძე 5-10 მმ აღწევს. გვირგვინი მოვარდისფრო-ლილისფერია, კაშკაშა, სიგრძე 6-8 მმ. ნაყოფი წვრილია. კულინარიაში ფართოდ გამოიყენება როგორც სანელებელი. სამკურნალო მცენარეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]