მწვანე თეატრი (ბაქო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მწვანე თეატრი (ბაქო)

მწვანე თეატრი (აზერ. Yaşıl teatr) — თეატრი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. განლაგებულია ღია ცის ქვეშ. თეატრი იტევს 2500 მაყურებელს.

თეატრი შეიქმნა 60-ანი წლების დასაწყისში მაშინდელი ქალაქის მერის ალიშ ლემბარანსკის ინიციატივით. მწვანე თეატრი იყო მნიშვნელოვანი კულტურულ-მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი. თეატრში ხდება კინოფილმის „სად არის აჰმედი?“-ს საფინალო მოქმედებები.

1993 წლიდან თეატრმა შეწყვიტა ფუნქციონირება. 2005 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულებით თეატრს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.

გახსნაზე ილჰამ ალიევმა განაცხადა: „მადლობას ვუხდი ყველა იმას, ვინც მიიღო ამ თეატრის რეკონსტრუქციაში მონაწილეობა, იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თეატრი გახდება ჩვენი მოქალაქეების საყვარელი დასასვენებელი ადგილი“.

2007 წლის 25 ივლისს ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა გასცა განკარგულება ბაქოს „მწვანე თეატრის“ საკონცერტო კომპლექსის შექმნასთან დაკავშირებით.[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ООО «Зеленый театр» трансформировалось в Бакинский концертный комплекс. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-27. ციტირების თარიღი: 2018-01-06.