მწარე მთვარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მწარე მთვარე“
Lunes de fiel
ჟანრი ეროტიკული, თრილერი
რეჟისორი რომან პოლანსკი
პროდიუსერი

რომან პოლანსკი ალან სარდე

ტიმოთი ბერილი
სცენარის ავტორი

რომან პოლანსკი ჟერარდ ბრახი

ჯონ ბრაუნჯონი
ეფუძნება პასკალ ბრუკნერი - Lunes de fiel
როლებში

პიტერ კოიოტი ემანუელ სეინე ჰიუ გრანტი

კრისტინ სკოტ ტომასი
კომპოზიტორი ვანგელისი
ოპერატორი ტონინო დელი კოლი
მონტაჟი ჰერვი დე ლიუზი
გამოსვლის თარიღი

23 სექტემბერი, 1992 (საფრანგეთი) 2 ოქტომბერი, 1992 (გაერთიანებული სამეფო)

18 მარტი, 1994 (აშშ)

მწარე მთვარე (ფრანგ. Lunes de fiel) — რომან პოლანსკის რეჟისორობით 1992 წელს გამოსული ეროტიკული თრილერი. მთავარ როლებს ასრულებენ პიტერ კოიოტი, ემანუელ სენიე, ჰიუ გრანტი და კრისტინ სკოტ ტომასი. ფილმი დაფუძნებულია ფრანგი ავტორის, პასკალ ბრუკნერის იგივე სახელწოდების მქონე რომანზე.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისელი წყვილი, ნაიჯელ და ფიონა დობსონები ხმელთაშუა ზღვაში, სტამბულიდან ინდოეთამდე მიმავალ გემზე იმყოფებიან. ისინი გემზე მალევე შეხვდებიან ლამაზ ფრანგ ქალს. იმავე საღამოს, მოგვიანებით, ნაიჯელი მიმის ბარში მარტოდ მოცეკვავეს ნახავს. ნაიჯელი გაიცნობს მიმის ამერიკელ ქმარსაც, რომელიც მასზე ბევრად უფროსია. იგი ეტლში ზის და ცინიკურად ჰყვება ისტორიებს თავის იმედგაცრუებებზე და სამწერლო კარიერის წარუმატებლობაზე.

ოსკარი ნაიჯელს თავის კაბინაში მოიწვევს, სადაც დეტალურად მოუყვება მისი და მიმის გაცნობის ისტორიას - რომ მიმის პირველად ავტობუსში შეხვდა და მალევე ერთმანეთი შეუყვარდათ. ნაიჯელი ყველაფერს ფიონას მოუყვება. ოსკარი ნაიჯელს მოუთხრობს მისი და მიმის ურთიერთობის შესახებ, როცა ისინი ექსპერიმენტებს ატარებდნენ და იკვლევდნენ სადომაზოხიზმს, ბონდაჟს და ვუაიერიზმს.

რომან პოლანსკი და ემანუელ სენიე 2011 წელს

მიმი ნაიჯელს შეხვედრას სთხოვს, მაგრამ როცა კაბინაში შევა, აღმოაჩენს, რომ ის და ოსკარი უბრალოდ გაეხუმრნენ. ნაიჯელს წასვლა უნდა, მაგრამ ოსკარი ახალი ამბის მოყოლას იწყებს, თუ როგორ ჩამოყალიბდა მისი და მიმის სიყვარულითა და სიძულვილით სავსე ურთიერთობა. მობეზრებულ ოსკარს დაშორება უნდოდა, მაგრამ მიმი ემუდარა, რომ მიეცა უფლება, მასთან ეცხოვრა. ოსკარი დასთანხმდა, მაგრამ მიმიზე თავისი სადისტური ფანტაზიების განხორციელება დაიწყო. როცა მიმი დაფეხმძიმდა, აიძულა, აბორტი გაეკეთებინა, ამბობდა, რომ კარგი მამა ვერ იქნებოდა.

როცა ნაიჯელი ოსკარის კაბინას დატოვებს, მიმის შეხვდება და ისინი ერთმანეთს აკოცებენ. ამის პარალელურად, აღმოაჩენს, რომ ფიონა ბარში ახალგაზრდა კაცს ეფლირტავება.

ოსკარი თხრობას ისევ აგრძელებს. ორი წლის განმავლობაში წვეულებებისა და ერთღამიანი ურთიერთობების შემდეგ, მთვრალს მანქანა დაეჯახება. მიმი მის მოსანახულებლად საავადმყოფოში მივა, ხელს ჩამოართმევს და ძირს დააგდებს. ოსკარს ქვედა კიდურები პარალიზებული გაუხდება და მიმის თავის სახლში გადმოსვლას სთხოვს. მიმი დასთანხმდება, მაგრამ ამჯერად ის დაიწყებს ოსკარის დამცირებას. ოსკარის დაბადების დღეზე საჩუქრად იარაღს მისცემს. მალევე ისინი დაქორწინდებიან.

ახალი წლის ღამეს ფიონა ნახავს, თუ როგორ ცეკვავენ მიმი და ნაიჯელი ერთად. ფიონა ნაიჯელს ეტყვის, რომ წვეულებაზე მოსვლა ოსკარმა აიძულა. მალევე მიმი და ფიონა ერთად ცეკვას იწყებენ.

ნაიჯელი ფიონას ოსკარის კაბინაში აღმოაჩენს. იგი შიშველი იწვება მიმის გვერდით. ოსკარი ამტკიცებს, რომ მიმის და ფიონას სექსი ჰქონდათ. ნაიჯელი მას ყელში სწვდება, მაგრამ ოსკარი თავის იარაღს ამოიღებს და ისიც უკან დაიხევს. ოსკარი მძინარე მიმის ესვრის.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]