მცხეთის ქვაყუთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მცხეთის ქვაყუთიარქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ მცხეთაში. აღმოჩნდა 1941 წელს გზის გაფართოების დროს მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, იმ მთის ძირში, რომელზედაც ჯვრის ტაძარია აღმართული. თარიღდება IV საუკუნით. სამოსში აღმოჩნდა ღია მწვანე გამჭვირვალე მინის თხელკედლიანი ჭურჭელი. რომლის სამ გვერდზე გამოსახულია ტოლმკლავებიანი ჯვარი, ერთზე სამტოტა ხის სქემატური გამოსახულებაა. სამარხში იყო აგრეთვე რგოლოვანღეროიანი ოქროს საყურეები, ვერცხლის საყურის მრავალგანივკვეთიანი ორი ღეროს ნატეხი, რკინის ბეჭედი, ბრინჯაოს ნახევარსფერული ორი ზარაკი. მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]