მუხათგვერდის მეორე სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუხათგვერდის სამაროვანი.

მუხათგვერდის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-თბილისის საავტომობილო გზის მე-19 კილომეტრზე. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე.

ძეგლი 1976-1980 წლებში გათხარა მცხეთის მუდმივმომქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ა. აფაქიძის ხელმძღვანობით. ადგილზე გამოვლინდა სამი ქრონოლოგიური ფენა: ადრინდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელის რკინის და ადრინდელი ანტიკური-ადრინდელი ელინისტური ხანის.

ადრინდელ ბრინჯაოს ხანის ფენაში გამოვლინდა ქვაყრილიანი სამეურნეო ორმოები, რომლებშიც აღმოჩნდა სხვადასხვა ზომის შავპრიალა, ვარდისფერსარჩულიანი თიხის ჭურჭელი, ობსიდიანის ანატკეცები და სხვა.

გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანის ფენაში დადასტურდა ქვაყრილიანი, ქვიშაქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები. სამარხებში მიცვალებულებიესვენა კიდურებ მოკეცილი, მამაკაცები მარჯვენა, ქალები კი მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. ადგილზე აღმოჩნდა სამარხი კენოტაფებიც. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, იარაღი და სამკაულები.

ადრინდელ ანტიკური-ადრინდელი ელინისტური ხანის ფენაში დადასტურდა ქვაყუთები. მიცვალებულები ესვენა ხელფეხმოკეცილი, მარჯენა ან მარცხენა გვერდზე. ქვაყუთებში აღმოჩნდა კერამიკა, თიხის ჭურჭლები და მძივები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]