მურუროა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მურუროა
მშობ. სახელი: ფრანგ. Moruroa

მურუროა, ხედი კოსმოსიდან
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 21°50′ ს. გ. 138°50′ დ. გ. / 21.833° ს. გ. 138.833° დ. გ. / -21.833; -138.833
ფართობი 15 კმ²
სიგრძე 28 კმ
სიგანე 11 კმ
კომუნა ტურეია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2007)
ატოლ მურუროას რუკა

მურუროა (ფრანგ. Moruroa) — ატოლი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ტუამოტუს არქიპელაგში. შედის საფრანგეთის პოლინეზიის ტურეიას კომუნის შემადგენლობაში. მდებარეობს ტაიტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1250 კმ-ში. ფართობი — 15 კმ². სიგრძე — 28 კმ, სიგანე — 11 კმ. საფრანგეთმა 1966-1996 წლებში მურუროასა და ფანგატაუფაზე ბირთვული იარაღი გამოცადა, რომელმაც საერთაშორისო პროტესტები გამოიწვია, განსაკუთრებით 1974-1995 წლებში. სხვადასხვა ცნობით მურუროაზე 175-181 ბირთვული გამოცდა ჩატარდა. პირველი ბირთვული იარაღის ტესტირებული აფეთქება მოხდა 1966 წლის 3 ივლისს. 1992 წელს ბირთვული იარაღის ტესტირება შეწყდა, თუმცა განახლდა 1995 წელს. საფრანგეთმა უკანასკნელი ბირთვული იარაღის ტესტირება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში 1996 წლის იანვარში ჩაატარა ფანგატაუფის ქვეშ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]