მონიტორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონიტორი

მონიტორი გათვალისწინებულია ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის გამოსასახავად. მათ შეუძლიათ იმუშავონ ტექსტურ ან გრაფიკულ რეჟიმში.

ტექსტურ რეჟიმში მუშაობისას ეკრანი პირობითად იყოფა უბნებად. ეკრანზე ერთდროულად შეიძლება გამოტანილ იქნას ერთი სიმბოლო 256 წინასწარ ცნობილი სიმბოლოდან. ამ სიმბოლოებს მიეკუთვნება ასოები, ციფრები და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ გამოსატანი სიმბოლოების რაოდენობა 256-ით შემოფარგლული არ არის. ერთსა და იმავე კოდს რეჟიმის მიხედვით ეკრანზე შეიძლება სხვადასხვა სიმბოლოები შეესაბამებოდეს. გრაფიკულ რეჟიმში მონიტორი რასტრს წარმოადგენს, რომელიც პიქსელებისაგან შედგება. მონიტორის უნარს, ერთდროულად ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ასახული იქნას პიქსელების გარკვეული რაოდენობა, მონიტორის გარჩევადობას უწოდებენ. გამოთქმა „მონიტორის გარჩევადობაა 800x600“ ნიშნავს, რომ მონიტორს შეუძლია გამოიტანოს 600 ჰორიზონტალური და 800 ვერტიკალური წერტილი (პიქსელი). მონიტორის რეალური გარჩევადობა ასევე დამოკიდებულია ვიდეოადაპტერზე.

არსებობს ორი ტიპის მონიტორი : თხევად კრისტალზე და ელექტრონულ სხივურ მილაკზე. თხევად კრისტალზე აგებულ მონიტორებს მცირე წონა და გეომეტრიული ზომა აქვს, მოიხმარს საშუალოდ ორჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას.

უმრავლეს შემთხვევაში მონიტორი დამოუკიდებელი ბლოკია. მონიტორის ყუთზე ეკრანი სპეციალური სამაგრებითაა დამაგრებული. ისინი საშუალებას აძლევენ მომხმარებელს დააყენონ იგი სასურველი კუთხით. ყუთის შიგნით კვების ბლოკი და ეკრანზე გამოსახულების ფორმირებისათვის საჭირო ელქტრული სქემებია.

თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებში ეკრანის მუშაობის ვადის გასახანგრძლივებლად და ელექტროენერგიის დასაზოგად გამოგონებულია სპეციალური პროგრამულ-აპარატული მეთოდები. თუ გარკვეული დროის განმავლობაში მომხმარებელი არ ასრულებს სამუშაოს, დასაწყისში ოპერაციულ სისტემას გამოაქვს ეკრანზე სპეციალური სურათები, ხოლო მოგვიანებით მონიტორი გადაყავს ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვის, ე.წ. „ლოდინის“ (თვლემის, ძილის) რეჟიმში.