მულტილატერალიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მულტილატერალიზმი — ტერმინი საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც მრავალი ქვეყნის ერთ საერთო საკითხზე თანამშრომლობას გულისხმობს.

უმრავლესობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა, როგორიცაა გაერო და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მულტილატერალურია. მულტილატერალიზმის მთავარი პროპონენტები ტრადიციულად შუალედური ძალები-სახელმწიფოები იყვნენ, როგორიცაა კანადა, ავსტრალია და სკანდინავიის ქვეყნები. უფრო დიდი და ძლიერი ქვეყნები, როგორც წესი, უნილატერალურად მოქმედებენ, მაშინ როდესაც მცირე ქვეყნებს არასაკმარისი ძალა აქვთ საერთაშორისო საკითხებში მონაწილეობის მისაღებად, გარდა გაეროსა (სადაც მცირე ქვეყნები ბლოკებში ერთიანდებიან სხვა ერებთან ერთი საერთო ხმის მისაღებად).

პოლიტიკურ ფილოსოფიაში მულტილატერალიზმის საპირისპირო ცნებაა უნილატერალიზმი.