მჟავა წვიმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პროცესები, რომლებიც მონაწილეობენ მჟავა ნალექების წარმოქმნაში

მჟავა წვიმაატმოსფერული ნალექების ყველა სახეობა — წვიმა, თოვლი, სეტყვა, ნისლი და სხვა. ბევრი რეგიონისთვის იგი გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს დასახელება ისეთ მოვლენებს აერთიანებს, როგორიცაა მჟავა ნისლი, მჟავა თოვლი და ა.შ. მაგრამ თითოეული მათგანი ატმოსფერულ ტენში მჟავათა არსებობას და გარემოზე მათ დამაზიანებელ მოქმედებას გულისხმობს. ასე მაგალითად, სამრეწველო წვიმების არსებობა სერიოზულ პრობლემას უქმნის ჩინეთსა და რუსეთს.[1][2]

1852 წელს შოტლანდიელმა ქიმიკოსმა რობერტ ანგუს სმითმა მანჩესტერში (ინგლისი) პირველმა უჩვენა, რომ არსებობს კავშირი მჟავა წვიმასა და დაბინძურებულ ატმოსფეროს შორის.[3] ეს პროცესი ბუნებრივ წვიმასთან შედარებით წვიმის წყლის მჟავიანობის მომატებას გულისხმობს. ტერმინი „მჟავა წვიმა“ (ინგლ. Acid rain) დაამკვიდრა რობერტ ანგუს სმითმა 1872 წელს.[4]

მჟავა წვიმის ორი უმთავრესი კომპონენტია გოგირდმჟავა და აზოტმჟავა. ზოგჯერ მჟავა წვიმები საკმაოდ შორს მოდის იმ ადგილებიდან, სადაც პირველადი დამაბინძურებელი ნაერთების წყაროებია. ამრიგად, მჟავა წვიმის პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებით არ შემოისაზღვრება, რადგანაც ატმოსფერული დამაბინძურებლები დიდი მასშტაბით გადაადგილებას ხშირად განიცდიან. მაგალითად, მჟავა წვიმების უმეტესობა, რომელიც ნორვეგიაში, შვედეთსა და ნიდერლანებდში მოდის, ევროპის სხვა ქვეყნებში გამოყოფილი გოგირდისა და აზოტის ოქსიდებიდან წარმოიქმნება.

მჟავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველთა სამყაროზე. გაზრდილი მჟავიანობა თევზის პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს. თევზების სახეობათა მხოლოდ მცირე რიცხვს შეუძლია გადარჩეს და მჟავე არეში რეპროდუქცია განახორციელოს.

ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ჰაერის დაბინძურებას ტყის მასივზეც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რის შედეგადაც შეინიშნება ტყის მასივების შემცირების ტენდენცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Galloway, J. N., Zhao Dianwu, Xiong Jiling and G. E. Likens. 1987. Acid rain: a comparison of China, United States and a remote area. Science 236:1559–1562.
  2. chandru. (2006-09-09)CHINA: Industrialization pollutes its country side with Acid Rain. Southasiaanalysis.org. წაკითხვის თარიღი: 2010-11-18.
  3. Seinfeld, John H.; Pandis, Spyros N (1998). Atmospheric Chemistry and Physics — From Air Pollution to Climate Change. John Wiley and Sons, Inc. ISBN 978-0-471-17816-3
  4. EPA: Acid Rain in New England, A Brief History