მოწამეთობა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მოწამეთობა, ორწიფობა, სახალხო-რელიგიური დღესასწაული იმერეთში. იმართება ყოველწლიურად მოწამეთას მონასტერში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეს (VIII ს.) ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს. ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.
გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- დღეს დილიდან ქუთაისში მოწამეთობას აღნიშნავენ. ინტერპრესნიუსი. 2008-10-15