მოსკოვის კრემლის ჯვართამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის კრემლის ჯვართამაღლების ეკლესია
მოსკოვის კრემლის ჯვართამაღლების ეკლესია — რუსეთი
მოსკოვის კრემლის ჯვართამაღლების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′02″ ჩ. გ. 37°36′59″ ა. გ. / 55.75056° ჩ. გ. 37.61639° ა. გ. / 55.75056; 37.61639
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციის ნაწილი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710353027
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება 1681
დეტალები

მოსკოვის კრემლის ჯვართამაღლების ეკლესია (რუს. Крестовоздвиженская церковь) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვის კრემლის ტერიტორიაზე.

ეკლესია აგებულია 1681 წელს მეფე თევდორე ალექსის ძის მიერ ვერხოსპასკის ტაძრის ჩრდილოეთ ეგვტერში. ივან სნეგირიოვის აზრით, აგებულია ალექსი მიხეილის ძის სამლოცველოსაგან. ამას ხსნის მისი მცირე მასშტაბებით: სიგრძე დაახლოებით 7 მეტრი, სიგანე 4 მეტრი. ეკლესიას გააჩნია მჭიდრო კამარა. იატაკი მოპირკეთებულია შავი და თეთრი მარმარილოს ფილებით.

ეკლესიაში შესასვლელი თავდაპირველად განთავსებული იყო სპირალურ კიბეზე. ამჟამად კი მასში შესვლა შესაძლებელია იერუსალიმის აღდგომის ტაძრის სახელობის ტაძრის პატრონიკედან. ეკლესიის საკურთხევლიდან შესასვლელია წახნაგოვან სასახლეში.

ეკლესია მიეკუთვნებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ინტერიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის ინტერიერი სხვებზე ნაკლებად იცვლებოდა და კრემლის არცერთი ხანძრის დროს არ დაზარალებულა. ეკლესიას აქვს ბაროკოს ელფერი, რაც იმით აიხსნება, რომ მშენებლობაში მონაწილეობდნენ კრემლში მომუშავე დასავლეთ ევროპელი ხელოსნები. ტაძრის ხის კარი შეიქმნა XVI საუკუნეში და ეკლესიიდან გადაიტანეს სამების ეკლესიაში.

ტაძარში დააყენეს ოთხიარუსიანი სპილენძის დახვეწილი კანკელი, რომელიც შექმნეს კარპ ზოლოტარიოვის ნახაზების მიხედვით. ეკლესია გაარემონტეს 1781 წელს, რაიმე განსაკუთრებული ცვლილების გარეშე. ეკლესიის კანკელის ხატები შეასრულა სამეფო იზოგრაფმა ვასილი პოზნანსკიმ. ისინი დამზადებულია ატლასის აბრეშუმის ფერწერაზე (სახეები, ხელები) და ქსოვილებისა და მოოქროვილი ქაღალდის (გამოსახულების სხვა დეტალები) კომბინაციით. იზოგრაფმა მაგალითად გამოიყენა ფლამანდიური გრავიურა. ლეგენდის თანახმად ხატები შეიცავენ რუსი მეფის ასულების მარგალიტის ნამსხვრევებს.

კარპ ზოლოტარიოვის ესკიზის თანახმად შეიქმნა ქარსის ხატის შესანახები, რომელშიც ინახებოდა ივან სალტანოვისა და ივან ბეზმინის ხატები საშინელი სამსჯავროსა და ქრისტეს წამების სცენებით.

ეკლესიის საკურთხეველში აღმართულია ჯვრის თაყვანისცემის ხატი, რომელზეც გამოსახულია იმპერატორი კონსტანტინე, დედოფალი ელენე, მეფე ალექსი მიხეილის ძე, დედოფალი მარია მილოსლავსკაია და პატრიარქი ნიკონი.

ეკლესიაში დაცულია ჯვარცმა, რომელიც უფლის ჯვრის ზომებისა იყო. იგი შექმნა 1687 წელს ნოვოსპასკის მონასტრის მამაომ. ამ ჯვარცმის შედეგად ეკლესიამ მიიღო მეორე სახელწოდება - ჯვარცმის ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Москва: все православные храмы и часовни / авт.-сост.: М. И. Вострышев, С. Ю. Шокарев. — М.: Эксмо, 2009. — С. 374. — ISBN 978-5-699-34703-2.
  • Извеков Н. Д. Церкви во имя Воскресения Христова и Воздвижения Честного Креста Господня в Большом Кремлёвском дворце, в Москве. — М., 1912. — 51 с.