მოსკოვის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (კურკინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
მოსკოვის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (კურკინო) — რუსეთი
მოსკოვის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (კურკინო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°53′22″ ჩ. გ. 37°22′49″ ა. გ. / 55.88944° ჩ. გ. 37.38028° ა. გ. / 55.88944; 37.38028
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7732428000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე
დეტალები
გუმბათი 1

მოსკოვის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Храм Владимирской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის კურკინოს რაიონში. ტაძრის მისამართია ნოვოგორსკის ქუჩა № 37. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1672-1678 წლებში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი კურკინო ისტორიულ წყაროებში ხუთ საუკუნეზე მეტია ცნობილია, მაგრამ ერთსაკურთხევლიანი ეკლესია, მასში მხოლოდ 1678 წელს ააშენეს, როდესაც თავადი ივან ვოროტინსკი სოფელში საკუთარ სამფლობელოს აშენებს. ტაძარი იყო სამთავიანი, გააჩნდა სამრეკლო და სატრაპეზო, რომელშიც მოწყობილი იყო ორი ეგვტერი, ერთ-ერთი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ხოლო მეორე სერგი რადონეჟელის სახელზე.

1743 წლისათვის ეკლესია მოძველდა და საჭიროებდა სასწრაფო რემონტს, სარემონტო თანხები მხოლოდ 1760 წელს გამოჩნდა. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ რემონტის პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა ტაძრის სახე. სამი გუმბათიდან დატოვეს მხოლოდ ერთი, გააუქმეს ეგვტერები და მოხსნეს დეკორატიული გაფორმების ნაწილი. თანამედროვე სახე ტაძარმა მიიღო გადაკეთების დროს, რომელიც დაიწყო 1840 წელს. შედეგად ეკლესიამ მიიღო ახალი ფასადი, ძველი სამრეკლო დაანგრიეს და მის ადგილზე ააგეს ახალი. ოთხიარუსიანი, რომლის ძირშიც მოაწყვეს თბილი ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ეკლესიის გადაკეთება დასრულდა 1846 წელს.

ტაძრის განახლებაშიდახმარებას უწევდნენ ახლომახლო მდებარე ადამიანები, მათ შორის ცნობილი ექიმ-თერაპევტის გრიგორ ანტონის ძე ზახარინის ოჯახი, რომლის გარდაცვალების შემვეგ ეკლესიასთან მოეწყო საოჯახო სამლოცველო-აკლდამა. სამლოცველოს პროექტი შეადგინა ფედორ შეხტელმა, ხოლო მოზაიკის ესკიზი შექმნა ვიქტორ ვასნეცოვმა.

ტაძარი მოქმედებდა 1938 წლამდე, ხოლო შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა, წინამძღვრის არყოლის მიზეზით. ამის გამო რაიმე ოფიციალურ დოკუმენტი ტაძრის დახურვის შესახებ არ არსებობს. ეკლესიიდან გაიტაცეს საეკლესიო ფასეულობები. ტაძარში ღვთისმსახურება აღსდგა 1946 წლის ივლისში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Паламарчук П. Г. Окраины Москвы. Инославие // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 4. — С. 95 — 99. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-X.