მომხმარებლის განხილვა:Mishnadar

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თუ თქვენ მომწერეთ, მაშინ გიპასუხებთ ამ გვერდზე.
თუ მე მოგწერეთ, მაშინ მე, კიდევ რამდენიმე დღე, თვალყურს ვადევნებ თქვენი განხილვის გვერდს.
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

BH განხილვაწვლილი 16:33, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ. იქნებ სტატიას სიგმა-ალგებრა ლიტერატურა და კატეგორიებიც მიუთითოთ. ვიკიპედია მადლობელი დაგრჩებათ. საუკეთესო სურვილებით,—G.G. 06:40, 26 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

G.G., გამარჯობა. კატეგორია მივუთითე. ლიტერატურას რაც შეეხება, "რეკომენდირებული ლიტერატურა" მივუთითე, "გამოყენებული ლიტერატურა" კი მგონი საჭიროა არაა, რადგანაც თვითონ სიგმა–ალგებრა ძალიან საბაზისო ცნებაა. გთხოვთ, გადახედოთ, რამე არასწორად ხომ არ გავაკეთე.--მიშა განხილვაწვლილი 09:42, 26 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა მიშა, განხილვის გვერდზე ნურაფერს ნუ წაშლი - მისალმებასაც კი. წარმატებები. ყველაფერი არქივდება.-ცანგალა () 19:19, 26 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]


გამარჯობა. გამოიყენეთ {{subst:წყაროს მოყვანა}} იმ სტრიქონთან, სადაც წყაროს მოყვანა არის საჭირო. — BH განხილვაწვლილი 17:40, 27 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

BH, მადლობა. :) ერთი რაღაც მაინტერესებს: დაცული მათემატიკური სტატიების რედაქტირების უფლების მოსაპოვებლად რა არის საჭირო?--მიშა განხილვაწვლილი 17:43, 27 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
არაფრის. :) დაცული არის მათგან, ვინც ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა. სამწუხაროდ, აქ ისე ვერ მოხდება, რომ ინდივიდუალურად მოგენიჭოთ რედაქტირების პრივილეგია. არსებობს მომხმარებელთა გარკვეული კატეგორიები, უფლებების მიხედვით. სამწუხაროდ, ზუსტად არ მახსოვს, რამდენ ხანში მოხდება თქვენთვის ამ სტატიების რედაქტირების უფლების გააქტიურება. მანამდე შეგიძლია სტატიაზე საკუთარ სავარჯიშოშიც ივარჯიშოთ. — BH განხილვაწვლილი 17:47, 27 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, მადლობა :)--მიშა განხილვაწვლილი 17:48, 27 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]


ერთი მინიშნება - განხილვის გვერდების შიგთავსი არ იშლება. გამონაკლისი არის უკიდურესი შემთხვევა - როდესაც ვინმე ქმნის ახალ განხილვას, მაგრამ მხოლოდ არანორმატიულ ლექსიკას იყენებს ან ისეთ ტექსტს წერს, რომელიც არავიკიპედიურია. ასე რომ განხილვებს ნუ წაშლით. — BH განხილვაწვლილი 17:55, 27 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია :) კიდევ ერთი კითხვა: სურათის ატვირთვას ვცდილობ და მეუბნება, რომ უფლება აქვთ მხოლოდ დადასტურებულ მომხმარებლებს და ადმინისტრატორებს. ესეც იგივენაირად ჩაირთვება რამდენიმე ხნის შემდეგ თუ რამე სხვა მოქმედებაა საჭირო? ელ. ფოსტით დადასტურება გავლილი მაქვს, თუ ეს რამე შუაშია--მიშა განხილვაწვლილი 18:24, 27 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

დიახ, ეს ფუნქციაც მოგვიანებით გააქტიურდება. ჩემი რჩევა იქნება, გაითვალისწინოთ მომავლისათვის, რომ ვიკიპედიაში სურათის დამატება გარკვეულ პროცედურასთან არის დაკავშირებული - ძირითადად საუბარია სურათის ლიცენზიებზე. გახსოვდეთ, რომ არსებობს ე.წ. ვიკისაცავი, სადაც უკვე განთავსებულია ბევრი თავისუფალი ლიცენზიის მქონე სურათი. თუ იქ სასურველ სურათს ვერ მოიძიებთ, ატვირთვა მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოთ. ეს ყველაფერი - მომავლისათვის. — BH განხილვაწვლილი 18:30, 27 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა :) თქვენ მიერ შექმნილ ამ სტატიაში გავასწორე საერთაშორისო ბმულები. როცა ქმნით მრავალმნიშვნელოვანს, სხვაენოვან ვიკიპედიაშიც მრავალმნიშვნელოვანს უნდა ჩაუსვათ ქართული ინტერვიკი და პირიქით. წარმეტებები :) --მიხეილ () 06:15, 28 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ, მადლობა, გავითვალისწინებ აწი. :)--მიშა განხილვაწვლილი 06:31, 28 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
და კიდევ ერთი მიშა, ქართულ სტატიაშიც აუცილებლად საჭიროა ინგლისური სტატიის ბმულის ჩასმა, მაგალითად ამ შემთხვევაში. --მიხეილ () 06:48, 28 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ინგლისური ვიკიდან გადმოვიტანე ბმულები და ის ვერ გავითვალისწინე, რომ საკუთარ თავზე მითითება არ ექნებოდა :) გავასწორე. ისე ამ საქმეებისთვის ცალკე ბოტები არ არსებობენ (ვთქვათ, გამორჩენილი ბმულები რომ გაასწორონ)?--მიშა განხილვაწვლილი 06:51, 28 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ამ შემთხვევაში, ქართულ ვიკიში შენ უნდა ჩასვა რომელიმე ენის ინტერვიკი (მაგალითად ინგლისურის) და პირიქით, როგორც წეღან მოგწერეთ, ხოლო დანარჩენ ენებში, უკვე ბოტები დაატრიალებენ :) --მიხეილ () 06:55, 28 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
აჰა, გასაგებია. მადლობა :)--მიშა განხილვაწვლილი 07:02, 28 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. შემიძლია დაგიდასტუროთ - IELTS გამოითქმის ’აიელტს’ და არა ’აიელტიეს’ (თავად მაქვს ეს კურსი გავლილი და ჩაბარებული). ყველა წარმოთქვამს ’აიელტს’-ს და არა ’აიელტიესს’. შეგიძლიათ გაეცნოთ გუგლის შედეგებსაც. წარმატებები. — BH განხილვაწვლილი 14:36, 1 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. მეც გავლილი მაქვს ეს ტესტი. :) გეთანხმებით, რომ ინგლისურად გამოითქმის, როგორც "აიელტს", მაგრამ ქართულად "აიელტიესი" უფრო მიღებულია (British Council–შიც ასე ეძახიან, თუ მეხსიერება არ მატყუებს), მგონი. ამიტომაც შევიტანე ასე. როგორ ფიქრობთ, ჯობია ინგლისური (ორიგინალი) გამოთქმისთვის უპირატესობის მინიჭება?--მიშა განხილვაწვლილი 14:41, 1 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთის საბჭოშიც აიელტსს ეძახიან (მით უმეტეს, რომ ისინი იგივე სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, რაც მათი ზედა ეშელონები და თეორიულადაც შეუძლებელია, სხვანაირად წარმოთქვან).

აიელტიესი რომ უფრო მიღებულია, ამ ინფორმაციის გადამოწმებაა საჭირო. შეიძლება, ნებისმიერი, მოდით ასე ვთქვათ, ქუჩიდან მოსული, თავდაპირველად აიელტიესს უწოდებს, მაგრამ დროთა განმავლობაში საბოლოოდ სტანდარტებით მიღებულ ტერმინს ეჩვევა. ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგიერთ ფაქტს ერთგვარი დადასტურება სჭირდება - რატომ არის მიღებული აიელტიესი, თუკი ყველგან უწოდებენ აიელტსს?. საერთოდ, ეს ისეთი ტერმინია, მისი ოფიციალურად მიღებული წარმოთქმა უფრო პრიორიტეტულია ამ შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სტატიას (რომელიც მართლა ძალიან აუცილებელი იყო - თუნდაც მე რომ მენახა იგი რამდენიმე წლის წინ, ძირითად ინფორმაციას მაინც მივიღებდი) ნებისმიერი, ვინც ეძებს ინფორმაციას IELTS-ზე, გადააწყდება გუგლში ძიებისას. უმჯობესი იქნება, თავიდანვე გაეცნოს ზუსტ ინფორმაციას. ვიკიპედია ჩვენი სურვილებით და საზოგადოებაში გამეფებული არასწორი წარმოთქმებებით ვერ იარსებებს. — BH განხილვაწვლილი 14:54, 1 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

აჰა, ძალიან კარგი, არასწორად მახსოვდა, ესე იგი. გადავასწორებ. :) --მიშა განხილვაწვლილი 15:23, 1 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაეცანით ვიკიპედიის წესებს. სტატია უნდა შეიცავდეს მინიმუმ სამ დასრულებული სახის წინადადებას მინიმუმ სამი შიდა ბმულით და მითითებული წყაროთი. TOEFL, University of Cambridge ESOL Examinations‎ და მსგავსები წასაშლელია. საუკეთესო სურვილებით,—G.G. 17:48, 7 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

მობილური ტელეფონი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა მიშა. იქნებ მითხრა, ამ სტატიაში რას გულისხმობ მართლწერის გასწორებაში? --მიხეილ () 09:44, 9 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

სალამი. დამავიწყდა მიმეწერა განხილვის გვერდზე – ვფიქრობ, სტილი არ ვარგა სტატიის, ზედმეტად "თხრობითშია" გაკეთებული და ვიკიპედიას სტილში არ ჯდება. ყველაზე მართებულად კი ეს თარგი მივიჩნიე ამისთვის.--მიშა განხილვაწვლილი 10:40, 9 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Jemal qarchxadze.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. BH განხილვაწვლილი 10:36, 14 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]


BH, ზუსტად არ ვიცი, როგორ უნდა მივუთითო წყარო სურათზე. შეგიძლიათ ჩაასწოროთ? აი ბმული, საიდანაც ავიღე: http://forum.ge/?showtopic=33665156&view=findpost&p=24548445 --მიშა განხილვაწვლილი 10:42, 14 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა მიშა. ნუ გავიწყდება სტატიისთვის წყაროს ან ინტერნეტრესურსების მითითება მაინც. --მიხეილ () 13:26, 19 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

პირველი ვიკიორდენი
ადამიანს, რომელმაც ეს დაიმსახურა იორგი; 18:02, 27 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, დიდი მადლობა ორდენისთვის, არ ველოდი და ძალიან გამიხარდა! :) -- მიშა განხილვაწვლილი 20:02, 27 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ადამიანის შრომის დაფასება ყოველთივ სასიამოვნოა :) და კიდევ, ერთი თხოვნა - ძალიან გთხოვ, არ დაგავიწყდეს წყაროების მითითება და ასე გააგრძელე!--იორგი; 15:20, 28 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ჩემი თხოვნა იქნება, " "-ამ ბრჭყალების მაგივრად გამოიყენოთ „“-ეს, რამდენადაც, ქართული გრამატიკის მიხედვით, ეს უკანასკნელია სწორი. მართალია, ბევრგან გვხვდება " "-ასეთი ბრჭყალები, მაგრამ, გთხოვთ, დაიცვათ ქართული პუნქტუაციის წესები და ქართულ სტატიებში " "-ამის მაგივრად გამოიყენოთ „“-ეს ბრჭყალები. გმადლობთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:09, 28 ივნისი 2011 (UTC)

გამარჯობა. მადლობა ინფორმაციისთვის, ვეცდები, სწორი ვარიანტი გამოვიყენო ხოლმე. -- მიშა განხილვაწვლილი 18:03, 28 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]