მომხმარებლის განხილვა:Kakha K.

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

Henry McClean განხილვაწვლილი 18:17, 26 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ ![წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!


Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.Henry McClean განხილვაწვლილი 15:47, 25 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

http://www.gtu.ge/Construction/Faculty/Structure/Faculty-Board.php

გთხოვთ, მიუთითოთ წყარო, სადაც ნახსენებია სტატიაში აღწერილი პიროვნება. მხოლოდ მისი ნაშრომები წყაროსთვის საკმარისი არ არის. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:03, 25 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! ინფოდაფის ველებს ნუ შლით. ამჟამად ყველაფერი რიგზეა. - OTOGI Messages 19:42, 25 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! ნუ ამატებთ არაენციკლოპედიურ ტექსტებს!. - OTOGI Messages 19:15, 20 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

დაანებეთ თავი ვანდალიზმს! მეცნიერების მონაცემები გადატანილია ვიკიდატაზე და ხდება ავტომატური დამატება. — Mehman 97 20:39, 3 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

არავითარი ვანდალიზმი[წყაროს რედაქტირება]

ზრდილობიანად ისაუბრეთ. ჯერ დაფიქრდით და მერე დაწერეთ სათქმელი ადამიანურად. შეიძლება შევცდი იმასი, რომ ვიკიდატაზე გადატანის შესახებ არ ვიცოდი. ვანდალიზმი რა შუაშია. გაუმართავი და უმართებულო ტექსტის ერთი სიტყვაც არასოდეს ჩამისვია სადმე. — Kakha K. განხილვაწვლილი 20:55, 3 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ზრდილობიანად საუბარს თქვენ გირჩევთ და მეორე, როდესაც შედიხართ და ხედავთ რომ ინფოდაფა ჩასმულია, სურათი დართული და ამის შემდეგ უკან აბრუნებთ სტატიის ძველ ვერსიას, აი ეს ვანდალიზმია! — Mehman 97 21:06, 3 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
გასაკვირია, გაგების და ზრდილობიანი პასუხის ნაცვლად კიდევ უფრო უმართებულო რამეს ამატებთ ზედ. აბა ნახეთ სადმე, არაზრდილობიანი რა მოგწერეთ? რა უნდა მირჩიოთ თქვენ მე, როდესაც აშკარად ჩანს, რომ გამოუცდელი ადამიანი ხართ. წინადადების სწორ აგებულებაშიც აშკარად ვერ ერკვევით. მაგალითად, რატომ დააბრუნეთ უკან დათო ტურაშვილის გვერდზე ჩემს მიერ გასწორებული შეცდომის მქონე ტექსტი ამ წინადადებაში: "დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ასევე ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას თბილისის, ხოლო შემდეგ ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას - ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოში."? ეს რედაქტირება მხოლოდ იმიტომ გააუქმეთ, მე რომ ჩავასწორე? დააკვირდით წინადადებას კარგად, სწავლობდა ფაკულტეტეზეო და მძიმის შემდეგ წინადადება გრძელდება ასე: ასევე ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას ...უნივერსიტეტებში. ანუ სწავლობდა ადამიანი რაღაც ფაკულტეტეზე და ასევე ისტორიასო რომ წერია, ხომ უნდა დაერთოს, რომ სწავლობდა ამ ისტორიას? ფაკულტეტეზე სწავლა ერთია და ისტორიის სწავლა ხომ სხვა რამეა. ხომ ასეა? დააკვრიდით აბა კარგად. ჩემი გულწრფელი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ქართული ტექსტი , რომელიც აშკარად საჭიროებს კარგად წაკითხვას და ჩასწორებას, ყველგან, სადაც ადამიანს ხელი მიუწვდება, გასწორდეს და გამართული იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაასწორებს, მე თუ სხვა ადამიანი. ბოლოს ისევ მინდა გაგიმეოროთ სრული სიმართლე, რაც თქვენს დაუფიქრებელ ნათქვამს ეხება. ეს სტატია ჩემი გაკეთებული იყო. აშკარაა, რომ უცებ ვერ გავერკვიე ვითარებაში, ნამდვილად ვიფიქრე, სტატია წაშალეს მეთქი, მის ადგილზე აღარაფერი დამხვდა. სახელი და გვარი ეწერა მხოლოდ, ანუ სტატიის სათაური. ვიკიდატას შესახებ იმ მომენტში ვერაფერს მივხვდი. ნამდვილად არ ყოფილა თარგი და სურათი, რას ამბობთ. რაიმეს დაზიანება და ვანდალიზმი რა საკადრისია. არ იყავით მართალი ნამდვილად. გრძელი ნაწერი კი გამომივიდა, მაგრამ ბოლომდე მინდოდა ჩემი მოტივაცია და მოსაზრება გადმომეცა აქვე. ერთი გულითადი თხოვნა მაქვს, თუ რაიმე მწარეს თქმას დაუფიქრებლად და არაკორექტულად აპირებთ ისევ, თუ არ მომწერთ საერთოდ, მალდობელი ვიქნები. მე იმედი მაქვს, რომ ყურადღებით წაიკითხავთ ჩემს ნათქვამს, სწორად გაიგებთ, საწყენს არაფერს დაწერთ და ყოველგვარი გაუგებრობა ამით ამოიწურება. კარგად იყავით, წარმატებებს გისურვებთ. — Kakha K. განხილვაწვლილი 21:44, 3 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია! თქვენი ნაწერი მართლა დიდი გამოვიდა, მაგრამ წავიკითხე და გავიგე თქვენი მოტივი. დამიჯერეთ, რომ მე აქ საკონფლიქტოდ არაფერი მომიწერია და არც საწყენ რაღაცას დავწერ. თუ გსურთ ვიკი-ენის სწავლა — დაგეხმარებით. ასევე, ჩემი სტატუსი ანუ შემმოწმებლის ნამდვილად ვანდალიზმისთვის არ არის განკუთვნილი და თქვენი შეშფოთება უსაფუძვლო იყო. გაუგებრობა გამოვიდა? არ არის პრობლემა, ყველაფერს მოვაგვარებთ! იმედია მომავალში ვითანამშრომლებთ (თუ გაქვთ რათქმაუნდა ამის სურვილი). კეთილი სურვილებით ვიღიმიMehman 97 22:45, 3 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
კი, რა თქმა უნდა (საწყენად არ ვამბობ და ეს სამი სიტყვა ცალ-ცალკე იწერება), ურთიეთპატივისცემაზე აწყობილი თანამშრომლობა ასეთ საშურ საქმეში ყოველთვის სასურველია და კარგი. პატარა დროს გამონახვა როდესაც ხერხდება, ვცდილობ მე თვითონ გავერკვიო კოდში. მადლობა, კარგი, როდესაც შეკითხვა მექნება და დახმარება დამჭირდება, მოგწერთ, შეგეკითხებით. მერე, თუ ჩათლით საჭიროდ და დრო გექნათ, ტურაშვილის ტექსტის იმ ადგილს გადახედოტ იქნებ. შეცდომითაა ნამდვილად ისევ ახლა. დიდი მადლობა, რომ გამიგეთ. კარგად აბა. — Kakha K. განხილვაწვლილი 23:29, 3 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
კეთილი, ამით მე ვამთავრებ! ხელმოწერა კი საჭიროა ვიღიმიMehman 97 23:17, 3 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]