თამაზ ხმელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამაზ ხმელიძე
დაბ. თარიღი 29 ივლისი, 1947(1947-07-29) (76 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მშენებელი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

თამაზ პეტრეს ძე ხმელიძე (დ. 29 ივლისი, 1947, ქუთაისი) — ქართველი მშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სრული პროფესორი, აკადემიური დოქტორი, სამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, „სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონის“ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანაზ ხმელიძე დაიბადა 1947 წლის 29 ივლისს ქ. ქუთაისში. 1965 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლა. 1970 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1971 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ექსპერიმენტალური დაპროექტების (თბილზნიიეპი) ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1972 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ადრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი) სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე - ლაბორანტად, ლაბორატორიის გამგედ, ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად და 2008 წლიდან დღემდე სრულ პროფესორად.

პედაგოგიური გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სტუ, სამშენებლო კონსტრუქციები (პროფესიული).
  • სტუ, ხისა და პლასტმასის კონსტრუქციები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა).
  • სტუ, ლითონის კონსტრუქციები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა).
  • სტუ, სპეცკურსი ხისა და პლასტმასის კონსტრუქციებში (მაგისტრატურა).
  • სტუ, სამშენებლო კონსტრუქციები-ლითონი, ხე, პლასტმასი (დოქტორანტურა).
  • სტუ, შედგენილი ხის კონსტრუქციების გაანგარიშებების თავისებურებები არაწრფივი დამოკიდებულებების გათვალისწინებით (დოქტორანტურა).
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამშებლო კონსტრუქციები (პროფესიული).

სამეცნიერო აქტივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სწავლებაში ვიზუალური თვალსაჩინო საშუალებების გამოყენების ეფექტურობა.
  • მერქნის თბოგადაცემის მახასიათებლების, დრეკადი თვისებების, სიმტკიცის, დანახშირების სიჩქარის, ფიზიკურ-მექანიკური თვისებების, დაწებებულ კოჭებში ტემპერატურული ველების ექსპერიმენტალური კვლევა ამაღლებული ტემპერატურის პირობებში.
  • ექსპერიმენტული კვლევის შედეგების სტატისტიკური დამუშავება სხვადასხვა (შოვენეს, სტიუდენტის, ვილკოკსონის და სხვ.) კრიტერიუმების დახმარებით.
  • ხის კონსტრუქციების გაანგარიშება ცეცხლმედეგობაზე.
  • მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, მათი დამზადება და გაანგარიშების მეთოდიკის ჩამოყალიბება.
  • დრეკადობის თეორიის ზოგიერთი ამოცანის კრიტიკული ანალიზი. ჰუკის განზოგადოებული კანონის პრაქტიკაში გამოყენების ზოგიერთი უზუსტობანი.

საზოგადოებრივი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.
  • ფაკულტეტის სასწავლო-მეთოდური კომისიის წევრი.
  • ფაკულტეტის დიპლომების დაცვის სახელმწიფო კომისიის მდივანი და წევრი.
  • ფაკულტეტის საბჭოს წევრი.
  • თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის საუწყებათაშორისო კომისიის წევრი.
  • სტუდენტური ყამირული მოძრაობის (III შრომითი სემესტრი) ვეტერანი. მისი ხელმძღვანელობით ქართველი სტუდენტები მუშაობდნენ შემდეგ ქალაქებში: ქ. გალი (1976 წ. 300 სტუდენტი); ქ. ნიჟნეკამსკი (1979 წ. თათრეთოს ასსრ, 500 სტუდენტი); ქ. ნაბერეჟნიე-ჩელნი (1980 წ. თათრეთის ასსრ, 1204 სტუდენტი); ქ. გაგრა (1981 წ. ინტერ-ნაციონალური რაზმი, 300 სტუდენტი); ქ. სიკტივკარი (1982 წ. კომის ასსრ, 800 სტუდენტი); ქ. სიკტივკარი, ქ. ეჟვა (1983 წ. თათრეთის ასსრ, 500 სტუდენტი); ქ. ვორკუტა (1984 წ. კომის ასსრ, 500 სტუდენტი).
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტების განვითარების სტრატეგიის შემმუშავებელი სპეციალური კომისიის წევრი.
  • სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
  • მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით ქართველ სტუდენტებთან ერთად დასაქმებული იყო ისეთი გიგანტი ობიექტების მშენებლობაში, რეკონსტრუქციასა და აღდგენაში, როგორიცაა: „კამაზის“ ქარხნების კომპლექსი, ძრავების კორპუსის მზიდი სამშენებლო კონსტრუქციების მონტაჟი, შიგა და გარე ქსელების (წყალი, კანალიზაცია, გაზი, ელექტრობაა) მოწყობა; ნიჟნეკამსკის საბურავების ქარხანა (კეთილმოწყობა), ნიჟნეკამსკის ქალაქგარეთა თბოქსელების დემონტაჟი და მონტაჟი; ელაბუგის სატრაქტორო ქარხანა; სატყეო-სამრეწველო კომპლექსი (ЛПК) ქ. სიკტივკარში (კეთილმოწყობა, წყლისა და კანალიზაციის ქსელების გაყვანა); ფეხბურთის სტადიონი ქ. ეჟვაში (დრენაჟი, ქსელები, მოედნის საფარი); 500 მ-იანი გზაგამტარი ხიდის შუა საყრდენის მონტაჟი სიმაღლით 100 მ ქ. ვორკუტაში; ქ. ნაბერეჟნიე ჩელნის ცენტრალურ ნაწილში საკანალიზაციო ქსელების მონტაჟი და სხვ.

საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონალურ პროგრამებში მონაწილეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1992 წლის რაჭა-ზემო იმერეთის მიწისძვრის შედეგების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის წევრი.
  • 1995 წლის 15 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტოს ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარი ხანძრის მიზეზების შემსწავლელი და ლიკვიდაციის სამთავრობო კომისიის წევრი.
  • მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში: „Workforce Education Initiative for Shida Kartli“. USAID, (AID-G-2007-00104-00-45).
  • მშენებლობის ექსპერტი. 2010-14 წლების განმავლობაში რესპუბლიკის სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე და პროექტებზე მომზადებული იქნა 18 ოფიციალური საექსპერტო დასკვნა.
  • 2012 წელს ჩატარებული იქნა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახ. აკად. თეატრის გადახურვის ხის მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა, ნიმუშების ლაბორატორიული გამოცდები და შედგა გაძლიერების პროექტი, რომელიც განხორციელდა იმავე წელს.
  • 2015-2016 წელს მონაწილეობა მიიღო „ბატონის ციხის“ (მეფე ერეკლე II-ის ყოფილი სასახლე ქ. თელავში) რეაბილიტაციის პროექტში ექსპერტად.
  • მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით ჩატარებული იქნა სტუ-ს VIII სასწ. კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის, თბილისის წისქვილკომბინატის და ქარხანა „ცენტროლიტის“; ქუთაისის ავტოქარხნის, ბამბეულის კომბინატის, მაუდის კომბინატის, აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების, რკინიგზის დასახლების საცხოვრებელი სახლების; ბათუმის სამკერვალო ფაბრიკის, ტყავფეხსაცმელების კომბინატის, სასტუმრო „მედეა“-ს; ტყიბულის ჩაის ფაბრიკის, ხონისა და კულაშის ძაფსაღები ფაბრიკების; რუსთავის აზოტისა და ცემენტის ქარხნების და სხვა ობიექტების პროექტირება, მზიდი სამშენებლო კონსტრუქციების გამოკვლევა-გაძლიერების სამუშაოები და შიგა და გარე ქსელების რეკონსტრუქცია-მონტაჟი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმძღვანელოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამხმარე სახელმძღვანელოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბ. სალუქვაძე, თ. ხმელიძე, ა. გუგუციძე, ე. გასპაროვა. ხისა და პლასტმასის სამშენებლო კონსტრუქციების დაპროექტების მაგალითები, გვ. 91, სტუ, თბ., 1991.
  • თ. ხმელიძე. ხისა და პლასტმასის სამშენებლო კონსტრუქციები, გვ. 130, სტუ, თბ., 1994.
  • თ. ხმელიძე, მ.მოდებაძე, ფ.ვერულაშვილი, გ.გურეშიძე, გ.ქავთარია. ხე-ლითონის უირიბნო სამკუთხა წამწის გაანგარიშება და კონსტრუირება, გვ. 71, სტუ, თბ., 2013.
  • თ. ხმელიძე, ა. სოხაძე, ა. გუგუციძე, ლ. ფურცხვანიძე, გ. გუგუციძე. ხისა და პლასტმასის სამშენებლო კონსტრუქციების პრაქტიკუმი, გვ. 97, სტუ, თბ., 2005.

სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თ. ხმელიძე, ხისა და სინთეზური მასალების კონსტრუქციები. მეთოდური მითითებები საკურსო პროექტის შესასრულებლად სსმ სპეციალობის სტუდენტებისათვის, გვ. 74, სპი, თბ., 1988.
  • თ. ხმელიძე, გ. ბედუკაძე. მერქნის დრეკადობის მოდულის და განივი დეფორმაციის კოეფიციენტის განსაზღვრა. მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოს ჩასატარებლად, გვ. 11, სპი, თბ., 1988.
  • ო. კერესელიძე, თ. ხმელიძე, ლ. ბაქრაძე. კოჭის თავისუფალი რხევის მახასიათებლების დადგენა. მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოს ჩასატარებლად, გვ. 6, სტუ, თბ., 1990.
  • თ. გრიგალაშვილი, თ. ხმელიძე, ა. გუგუციძე. ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრა მექანიკური მეთოდით. მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად, გვ. 9, სტუ, თბ., 1990.
  • თ. გრიგალაშვილი, ო. კერესელიძე, თ. ხმელიძე. ბეტონის მექანიკური მახასიათებლების დადგენა ულტრაბგერითი იმპულსური მეთოდით. მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად, გვ. 17, სტუ, თბ., 1990.
  • თ. ხმელიძე, რ. იმედაძე, გ. მახარაძე. საინსტიტუტო მეთოდური მითითებები სადიპლომო პროექტის შესასრულებლად სსმ (2903) სპეციალობის სტუდენტებისათვის, გვ. 28, სტუ, თბ., 1991.
  • თ. ხმელიძე, ა. გუგუციძე. მათემატიკა. ცნობარი აბიტურიენტებისათვის, გვ. 6, ფირმა „კონსტრუქცია“, თბ., 1992.
  • თ. ხმელიძე, რ. იმედაძე, ი. ხმელიძე. ღეროვან სისტემებში ძალვების განსაზღვრის მაგალითები მაქსველ-კრემონას დიაგრამის გამოყენებით. მეთოდური მითითებები, გვ. 57, სტუ, თბ., 1992.
  • თ. ხმელიძე, ფ. ვერულაშვილი და სხვ. ლაბორატორიული სამუშაოები ხისა და პლასტმასის კონსტრუქციებში, გვ. 43, სტუ, თბ., 2011.
  • თ. ხმელიძე, მ. მოდებაძე, ფ. ვერულაშვილი, გ. გურეშიძე, ლ. ფურცხვანიძე. მერქნის სიმტკიცის მახასიათებლების დადგენა. ლაბ. სამუშაოები ხისა და პლასტმასის სამშენებლო კონსტრუქციებში, გვ. 34, სტუ, თბ., 2013.

ნორმატიული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. აბაშიძე, თ. ხმელიძე, რ. მახვილაძე. რეკომენდაციები შენობებისა და ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების შესახებ, გვ. 152, სტუ, თბ., 2011.

მონაწილეობა კონფერენციებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საერთაშორისო კონფერენციებში (კონგრესებში, სიმპოზიუმებში) მონაწილეობა – 5.
  • ადგილობრივ კონფერენციებში მონაწილეობა – 6.

სამეცნიერო სტატიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უცხოეთის საერთაშორისო აღიარების ჟურნალებში – 6 სტატია.
  • საქართველოს რეცენზირებად საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჟურნალებში – 48 სტატია.
  • სხვა ჟურნალებში – 7 სტატია.

ლექსიკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]