მომხმარებლის განხილვა:Bruce lee

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

მიხეილ (მიწერა) 17:20, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. წაიკითხეთ როგორ იქმნება ახალი სტატია. — მიხეილ (მიწერა) 10:34, 27 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი თორნიკე. მიჰყევი ყველა იმ ბმულს, რომელიც მიხეილმა განათავსა შენს განხილვის გვერდზე. ბრიუს ლის რაც შეეხება, ინფო, რომელიც შენ გაგაჩნია (წიგნიდან) დაამატე სტატიაში ბრიუს ლი. ბრიუს ლი სახით ახალი სტატიის შექმნა საჭირო არ არის, უბრალოდ განავრცე უკვე არსებული სტატიავიღიმი--ოთოჯი / მომწერე 14:43, 27 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

თორნიკე ლიტერატურა მიუთითე, გთხოვ.--ოთოჯი / მომწერე 14:59, 27 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი. ზოგადად იმისათვის, რომ სტატია გამართულად გამოიყურებოდეს, კარგი იქნება, ტექსტის ფორმატირება და სექციების შექმნა შეისწავლო. თუ დრო გექნება, საკუთარ სავარჯიშოში როგორც ისურვებ, ისე ივარჯიშე. კიდევ გახსოვდეს:

  • საკუთარი სტატიის ბოლოს თუ თავში ხელს არ ვაწერთ, ხელმოწერებს ვტოვებთ მხოლოდ განხილვებში
  • აბზაცს როგორც ჩვეულებრივ, ისე არ ვწერთ. ვიკიპედიაში აბზაცის თავში დატოვებული ცარიელი ადგილი გვაძლევს
ასეთ ტექსტს

სხვა მხრივ, რაც დაგჭირდება, ყველაფერი დაგეხმარებიან. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:07, 27 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

თორნიკე სალამი. მანამ სანამ სტატიის ძირითადი სათაურია ბრიუს ლი, გთხოვ ნუ შეცვლი ბრიუსს ბრუსით--ოთოჯი / მომწერე 18:04, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს. რატომ ცვლი ბრიუსს ბრუსით? --მიხეილ (მიწერა) 18:06, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
ხომ ითქვა ერთხელ უკვე, რომ ქართულად გამართულად არის 'ბრიუსი'. საკუთარ ნება-გემოვნებაზე ამ სახელის მორგება ყველგან შეიძლება, ვიკიპედიის მსგავსი წყაროს გარდა. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:07, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

აქ თუ ყველაფერი წესების მიხედვითაა, მოდით მითხარით როგორ დაგიმტკიცოთ რომ ქართულში ბრუს ლი სწორი ფორმაა, ან თქვენ დამიმტიკეც რომ ეს ასე არ არის..--Bruce lee განხილვაწვლილი 18:21, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს ნახე. --მიხეილ (მიწერა) 18:26, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება,. კარგით დავუშვათ მე ვცდები, და მართლა სწორი ფორმაა ,,ბრიუს ლი", მაშინ რას მეტყვით საავტორო უფლებებზე, მე ხომ ამ მასალას წიგნიდან ვწერ, სადაც ყველგან ნახსენებია ,,ბრუს ლი".. მაშინ როგორ მოვიქცეთ?

უკაცრავად და საავტორო უფლებები რა შუაშია? და ხელის მოწერა ნუ გავიწყდებათ, თუ შეიძლება. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:36, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
თუ საავტორო უფლებაზეა ლაპარაკი, საერთოდაც არ გაქვთ შემოტანის უფლება. ნებართვა აღებული გაქვთ? მეორეც, ეს ჩვენ არ მოგვიგონია, ენის კომისიის მიერაა შედგენილი და დღეს საქართველოში გამომავალი ფერდ-ფერადი გამოცემებისათვის, ხშირად მის შესახებ არაფერია ცნობილი, რომელ ენის ნორმებზეა ლაპარაკი. --მიხეილ (მიწერა) 18:39, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე ვერ შეგეკამათებით ისეთ საკითხებში როგორიცაა, მეცნიერება, ხელოვნება, ფილოსოფია, მედიცინა და ა.შ. მაგრამ რაც შეეხება აღმოსავლურ კულტურას, აღმოსავლურ ორთაბრძოლებს და არა მარტო აღმოსავლურს, ნამდვილად შეგეკამათებით, მით უმეტეს იმ ადამინების შესახებ რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ საქმეში, ეს მხოლოდ ბრუს ლის არ ეხება.

რაც შეეხება ბრუს ლის სტატიის გამოქვეყნებას, ნებართვა მაქვს ისე არ შემოვიტანდი ამხელა მასალას, რადგან ვიცი რას ნიშნავს საავტორო უფლებების დარღვევა. (თან საკმაოდ კარგად). --Bruce lee განხილვაწვლილი 19:02, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

სამართლიან კითხვას იწვევს, რა შუაშია აღმოსავლური კულტურა, როდესაც მისი ეს შეძენილი სახელი, Bruce, არის ზოგადად ინგლისურენოვანი, კერძო კი - შოტლანდიური წარმოშობის და არა მხოლოდ სახელის, არამედ გვარის სახითაც გამოიყენება? --Henry McClean განხილვაწვლილი 19:06, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]