მომავლის ადამიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მომავლის ადამიანები
ხვალინდელი ადამიანები.jpeg
ჟანრი თინეიჯერული დრამა, ფანტასტიკა, სათავგადასავლო, თრილერი
ავტორი გრეგ ბერლანტი
ჯული პლეკი
მონაწილეობენ რობი ამელი
ლუკ მიჩელი
პეიტონ ლისტი
აარონ იო
მედლინ მანტოკი
მარკ პელეგრინო
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 1
ეპიზოდი 7 (ეპიზოდების სია)
კომპანია
ხანგრძლივობა 42-43 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი The CW
პირველად ეთერში 9 ოქტომბერი, 2013 - დღემდე
ბმულები
ოფიციალური საიტი

მომავლის ადამიანები (ინგლ. The Tomorrow People) — როჯერ პრაისის მიერ გადაღებული ამავე სახელწოდების მქონე ბრიტანული სერიალის რიმეიქია. ეთერშია კომპანია The CW-ს ეთერში 2013 წლის 9 ოქტომბრიდან. ჯერ-ჯერობით დამტკიცებულია 1 სეზონი, რეიტინგების მაჩვენებელი გადაწყვეტს განახლდება თუ არა ის მეორე სეზონზე.

სიუჟეტი[რედაქტირება]

დედამიწაზე არსებობენ ორი სახის ადამიანები - ჩვეულებრივი და განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე. სერიალის გმირები კაცობრიობის ევოლუციის ნახტომები არიან, ადამიანთა თაობა რომელთაც პარანორმალური შესაძლებლობები გააჩნიათ - მომავლის ადამიანები. სტივენ ჯეიმისონი 15 წლის მანძილზე ჩვეულებრივი თინეიჯერი იყო, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ მიხვდა რომ მას თავში უცნაური ხმები ჩაესმის და ამასთან ერთად ძილში ტელეპორტირებაც არ დაიწყო.ახლა კი ის ისეთ დონემდეა მისული, რომ ეჭვიც კი ეპარება საკუთარი თავის ნორმალურობაში. სასოწარკვეთილი სტივენი გადაწყვეტს ერთ-ერთ მოსაუბრე ხმას მოუსმინოს მისსავე გონებაში. ის მიჰყვება ხმას და გაიცნობს მომავლის ადამიანებს - ჯონს, კარას და რასელს - გენეტიკურად დაწინაურებულ ადამიანებს, რომელთაც ტელეკინეზის, ტელეპორტაციის და ტელეპატიური ურთიერთბების შესაძლებლობა გააჩნიათ. მომავლის ადამიანებს უდიდესი საფრთხე შეიარაღებული მეცნიერების ჯგუფის მხრიდან ემუქრებათ, რომლებიც საკუთარ თავს ულტრას უწოდებენ. მათი ხელმძღვანელია დოქტორი ჯედაკია პრაისი. ულტრა ხვალინდელ ადამიანებს არსებული რასის მიმართ საფრთხედ მიიჩნევს, ამიტომ მათ მალვა მიტოვებულ მეტროს სადგურში უწევთ. მალე სტივენი გაიგებს, რომ ულტრას უფროსი მისი ღვიძლი ბიძა აღმოჩნდება, რომელიც მას არჩევანის წინაშე აყენებს - ან მათთან იმუშავებს, ან ყველა მისი ახლობელი დაზარალდება. დაბნეული სტივენი, რომელმაც არ იცის რომელი მხარე აირჩიოს, გადაწყვეტს დაისახოს საკუთარი მისია, გზა რომელიც წაიყვანს ბნელ წარსულში, სადაც მამამისი უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა...

როლებში[რედაქტირება]

რობი ამელი - სტივენ ჯეიმისონი
ლუკ მიჩელი - ჯონ იანგი
პეიტონ ლისტი - კარა ქობურნი
აარონ იო - რასელ ვონი
მედლინ მანტოკი - ასტრიდ ფინჩი
მარკ პელეგრინო - ჯედიკაია პრაისი

ეპიზოდები[რედაქტირება]

სეზონი ეპიზოდები გამოსვლის თარიღი
სეზონის პრემიერა სეზონის ფინალი
1 22 ოქტომბერი 9, 2013 (2013-10-09) უცნობია

ეპიზოდების სია[რედაქტირება]

ეპიზოდი
სახელი
გამოსვლის თარიღი (აშშ)
მოკლე აღწერა
მაყურებელთა რაოდენობა
1 "Pilot" / "პილოტი" 10 ოქტომბერი, 2013 სტივენი ტელეპორტირებისა და ულტრას არსებობის შესახებ იგებს. იგი ბიძამისს გაიცნობს და ულტრაში დაიწყებს მუშაობას. 2.32 მლნ.
2 "In Too Deep" / "ფსკერისკენ" 17 ოქტომბერი, 2013 სტივენს სურს ახლად მოქცეულ ბიჭს - დინს დაეხმაროს და ის ულტრასგან დაიხსნას. 2.15 მლნ.
3 "Girl, Interrupted" / "შეწყვეტილი სიცოცხლე" 24 ოქტომბერი, 2013 კარა სტივენს თავისი მძიმე წარსულის დეტალებს აჩვენებს. ასტრიდი ხედავს რომ სტივენს ტელეპორტაცია შეუძლია და გადაწყვეტს გამოიძიოს რა ხდება. 1.92 მლნ.
4 "Kill or Be Killed" / მოკალი ან იყავი მოკლული 31 ოქტომბერი, 2013 1.72 მლნ.
5 "All Tomorrow's Parties" / მომავლის ყველა პარტია 7 ნოემბერი, 2013 1.56 მლნ.
6 "Sorry for Your Loss" / ვიზიარებ შენს დანაკარგს 14 ნოემბერი, 2013 1.65 მლნ.
7 "Limbo" / ლიმბო 21 ნოემბერი, 2013 1.70 მლნ.
8 "Thanatos" / თანატოსი 5 დეკემბერი, 2013
9 "Death's Door" / სიკვდილის კარი 12 დეკემბერი, 2013
10 "The Citadel" / ციტადელი 16 იანვარი, 2014
11 "Rumble" / გრუხუნი 23 იანვარი, 2014
12 "Sitting Ducks" / 30 იანვარი, 2014
13 "Things Fall Apart" / 6 თებერვალი, 2014
14 "Brother's Keeper" / 27 თებერვალი, 2014
15 "Enemy of My Enemy" / 6 მარტი, 2014
16 "Superhero" / 18 მარტი, 2014
17 "Endgame" / 25 მარტი, 2014
18 "Smoke and Mirrors" / 1 აპრილი, 2014
19 "Modus Vivendi" / 15 აპრილი, 2014
20 "A Sort of Homecoming" / 22 აპრილი, 2014
21 "Kill Switch" / 29 აპრილი, 2014
22 "Son of Man" / 6 მაისი, 2014

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]