მოლარე
ვიკიპედიიდან
მოლარე, სალაროს დაბალი მოხელე ძველ საქართველოში. ერთდროულად რამდენიმე მოლარე არსებობდა. მოლარეები მოლარეთუხუცესს ემორჩილებოდნენ. მოლარე სალაროს რომელიმე განყოფილებას განაგებდა. მეფის საჩუქარი სტუმრისათვის მოლარეებს უნდა მიერთმიათ. მოლარეების სარგოს შეადგენდა სრუმართაგან მიღებული საჩუქარი („რაც სტუმარს ენამუსებოდეს“), სალაროში შესული საჩუქრებისა და სალაროდან გაცემული ჯამაგირის წილი. მოლარეები ჰყავდათ როგორც მეფეს, ისე დედოფალსა და ფეოდალებს.
თანამედროვე ქართულში „მოლარე“ ეწოდება პირს, რომელიც განაგებს სალაროს, ფულის გამცემა-მიღებას.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოს და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 188-192;
- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ., 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 183-186;
- სურგულაძე ი., ქსე, ტ. 7, გვ. 70, თბ., 1984

