მოისეი კასიანიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოისეი კასიანიკი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი მოისეი დავითის ძე კასიანიკი
დაბ. თარიღი 10 ნოემბერი, 1911
დაბ. ადგილი ნოვოჟიტომირი, ხერსონის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 31 დეკემბერი, 1988 (77 წლის)
გარდ. ადგილი ლენინგრადი, რსფსრ, საბჭოთა კავშირი
სპორტი
ქვეყანა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
სახეობა ძალოსნობა
კლუბი „დინამო“ (ხარკოვი)
„სტროიტელი“ (ზაპოროჟიე)
„დინამო“ (თბილისი)
„დინამო“ (სტალინგრადი)
მწვრთნელი ვლადიმერ ბედუნკევიჩი
პავლე გუმაშიანი
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი  — 1957
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1943
მედლები
მსოფლიო ჩემპიონატი
ბრინჯაო პარიზი 1946 -60 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ბრინჯაო ჰელსინკი 1947 -60 კგ

მოისეი დავითის ძე კასიანიკი (რუს. Моисе́й Дави́дович Касья́ник; დ. 10 სექტემბერი, 1910, ნოვოჟიტომირი, ახლანდ. უკრაინა — გ. 31 დეკემბერი, 1988, ლენინგრადი) — უკრაინული წარმოშობის საბჭოთა სპორტსმენი (ძალოსნობა). 1938 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში. საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1936, 1937, 1943, 1944, 1946). დამყარებული აქვს საბჭოთა კავშირის 24 რეკორდი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1943), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1956), საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (1960). საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი (1957).[1]

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახეობა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
ძალოსნობა დროშა: ფინეთი ფინეთი, ჰელსინკი ევროპის ჩემპიონატი 1947 -60 კგ 3rd
ძალოსნობა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი, პარიზი მსოფლიო ჩემპიონატი 1946 -60 კგ 3rd

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოისეი კასიანიკმა თავისი პირველი არაოფიციალური მსოფლიო რეკორდი 1936 წელს რჟევში დაამყარა, თუმცა იმ დროს იგი ჯერ კიდევ უკრაინაში ცხოვრობდა, 1938 წლიდან კი საქართველოში გადმოსახლდა. მას შემდეგ ასეთი მიღწევით 1939 წლამდე კასიანიკმა 56 კგ, შემდგომ კი 60 კგ წონით კატეგორიაში საერთო ჯამში ათჯერ გამოიჩინა თავი ლენინგრადში, დნეპროპეტროვსკში, ერევანში, ტაშკენტში, ბაქოში, მოსკოვსა და თბილისში.

იმ ხანად საბჭოთა კავშირი არც ძალოსნობისა და კულტურიზმის საერთაშორისო ფედერაციის წევრი იყო, როგორც მას 1968 წლამდე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მოიხსენიებდნენ. ამიტომ, კასიანიკის ფენომენალური შედეგები სამჭიდსა თუ ცალკეულ დისციპლინებში მსოფლიო რეკორდებად არ უღიარებიათ. მართალია, საბჭოთა კავშირი ამ ორგანიზაციაში 1946 წლიდან გაწევრიანდა და კასიანიკიც ჯერ კიდევ ფიცარნაგზე იდგა, — საკავშირო ჩემპიონატებშიც იმარჯვებდა, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორიც გახდა (1946) და ევროპისაც (1947), მაგრამ ძალოსანს სარეკორდო წონები იმ დროისთვის უკვე აღარ ემორჩილებოდა.[2]

ქვემოთ მოყვანილია მოისეი კასიანიკის მიერ დამყარებული რეკორდები:

  • 1936: რჟევი. 56 კგ. წ. კატ. აკვრა — 113 (არაოფოციალური)
  • 1936: ლენინგრადი. 56 კგ. სამჭიდი — 277,5 (არაოფოციალური)
  • 1937: თბილისი. 56 კგ. ატაცი — 88,5 (არაოფოციალური)
  • 1937: თბილისი. 56 კგ.. სამჭიდი — 280 (არაოფოციალური)
  • 1937: დნეპროპეტროვსკი. 56კგ. სამჭიდი — 282,5 (არაოფოციალური)
  • 1938: ერევანი. (არაოფოციალური)
  • 1938: ტაშკენტი. 60 კგ. წ. კატ. ატაცი — 98 (არაოფოციალური)
  • 1938: ბაქო. 60 კგ. ატაცი — 98,5 (არაოფოციალური)
  • 1939: მოსკოვი. 60კგ. ატაცი — 99,5 (არაოფოციალური)

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1946 (პარიზი, საფრანგეთი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1947 (ჰელსინკი, ფინეთი)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  • 1st 1936, 1937, 1943, 1944, 1946

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 221. 371 გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 22.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  2. ქართველი მსოფლიო რეკორდსმენები — მოისეი კასიანიკი. geonoc.org.ge. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-01. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022