მოგზაური დასის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოგზაური დასის თეატრი — შეიქმნა 1912 წლის სექტემბერში ქ. ბათუმში შალვა დადიანის ხელმძღვანელობით. დასში იყვნენ ე. ანდრონიკაშვილი, ს. ბეჟანიშვილი, ბ. რონელი, ე. და ც. წუწუნავები, პ. კორიშელი, ა. მურუსიძე, ვ. სარელი, ა. ყალაბეგიშვილი, ნ. ჩაგუნავა, ს. ხარაზიშვილი, ი. ხურციძე, ა. ჯაყელი და სხვები. დემოკრატიული მიმართულების ეს თეატრი მიზნად ისახავდა შავიზღვისპირა ქალაქების მოსახლეობისათვის პროფესიული, მაღალი დონის სპექტაკლების ჩვენებას. გასტროლები ჩაატარა სოხუმში, სენაკში, ლანჩხუთში. გამოსცა ალმანახი „სათეატრო ფურცელი“. საფუძველი შეუქმნა ბათუმის პროფესიულ თეატრს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გერსამია ს., ბათუმის თეატრი 70 წლის მანძილზე [1879-1949], ბათ., 1949