მიხეილ დავითაშვილი (ჟურნალისტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ დანიელის ძე დავითაშვილი (დ. 15 ივნისი, 1914, ქუთაისი, — გ. 5 სექტემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი პუბლიცისტი, მწერალი. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1965).

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1953). მუშაობდა გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ (1938–1960), გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ რედაქტორად (1960–1985), ჟურნალ „საქართველოს სოფლის მეურნეობის“ მთავარ რედაქტორად (1985-1988). 1960-იანი წლებიდან იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი. გამოქვეყნებული აქვს წიგნები სოფლის მეურნეობის თემებზე, მათ შორის: „საქართველოს გზებსა და სოფლებში“, „რეპორტაჟი საქართველოდან“, „ოქროს თაროები“, „საქართველოს ცის ქვეშ“, „ჩაი ჩვენი ქართული“ (1967, საკავშირო ჟურნალისტთა კავშირის პრემია).დ-ის წიგნები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ და სლოვაკურ ენებზე. „კონსტანტინე ლესელიძის“ მიხედვით კი გადაღებულია დოკუმენტური ტელეფილმი. დავითაშვილის ინიციატივით თბილისში აშენდა „ჩაის სახლი“. მიღებული აქვს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ი. ფუჩიკის სახელობის მედალი (1984).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩაი ჩვენი, ქართული (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ს გამ-ბა, 1966. - 155 გვ.
  • ძვირფასი მცენარე (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1955. - 38 გვ.
  • გენერალი ლესელიძე : ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1950. - 102 გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 277.
  • საქართველოში მოღვაწე ებრაელები / გივი მეფისაშვილი, სამსონ იაკობაშვილი; რედაქტორი: თამაზ ხარაბაძე. [ქუთაისი]: გამომცემლობა "ქუთაისი", 1994.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]