მიხეილ ასტანგოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ თედორეს ძე ასტანგოვი, (ნამდვილი გვარი რუჟნიკოვი) (დ. 21 ოქტომბერი/3 ნოემბერი, 1900, ვარშავა — გ. 20 აპრილი, 1965, მოსკოვი), რუსი მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1955).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1920 შალიაპინის სახელობის სტუდიაში. 1925-1927 და 1930-1941 მოსკოვის რევოლუციური თეატრის, 1943-1945 მოსსაბჭოს სახელობის თეატრის მსახიობია. 1945-იდან მოღვაწეობდა ვახტანგოვის სახელობის თეატრში. გამოირჩეოდა მაღალი აქტიორული კულტურით, დახვეწილი ოსტატობით, ძლიერი ტრაგიკული ტემპერამენტით, ღრმა ინტელექტუალობით. მსახიობის ეს თვისებები განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა როლებში: გრიგორი გაი (პოგოდინის "ჩემი მეგობარი", 1932), სირანო დე ბერჟერაკი (როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი", 1945), მათიას კლაუზენი (ჰაუპტმანის "მზის ჩასვლის წინ", 1955), ჰამლეტი (შექსპირის "ჰამლეტი", 1957) და სხვა. ასტანოვი გარდასახვის დიდი ოსტატი იყო და წარმატებით ასრულებდა სახასიათო გროტესკულ როლებსაც (კერენსკი, კორნეიჩუკის "სიმართლე", 1937; ჰიტლერი, კინოფილმი " სტალინგრადის ბრძოლა", და სხვ.). სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1948, 1950, 1951). დაჯილდოებულია ორი ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გუგუშვილი ე., ქსე, ტ. 1, გვ. 642, თბ., 1975